1 |
უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! |
1 |
უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;
|
2 |
უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა
მისმიერი. |
2 |
უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა,
ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა. |
3 |
მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. |
3 |
მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _
საკჳრველებაჲ მისი. |
4 |
რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია
ის. |
4 |
რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს
ყოველთა ღმერთთა; |
5 |
რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.
|
5 |
რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი
შექმნნა. |
6 |
მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა -
მის ტაძარში. |
6 |
აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად
შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა. |
7 |
შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
|
7 |
შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა
და პატივსა; |
8 |
შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის
ეზოებში. |
8 |
შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ
მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა; |
9 |
თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო
ქვეყნიერებავ! |
9 |
თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა
მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ. |
10 |
უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ
შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით. |
10 |
თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა
სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. |
11 |
გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და
სავსება მისი. |
11 |
იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ
მისი. |
12 |
გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი
ხენი ტევრისანი. |
12 |
იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ
ყოველნი ხენი მაღნარისანი |
13 |
უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის
სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით. |
13 |
პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად
ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა. |