1 |
გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდის ლოტარს, მახალათის საკრავზე
საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. |
1 |
დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ
ფსალმუნი ძეთა კორესთა |
2 |
უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს
პირისპირ. |
2 |
უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და
ღამე წინაშე შენსა; |
3 |
მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
|
3 |
შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
|
4 |
რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს
უახლოვდება. |
4 |
რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.
|
5 |
შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
|
5 |
შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე,
ვითარცა კაცი შეუწევნელი, |
6 |
მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში
მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ. |
6 |
მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი
სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.
|
7 |
მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში. |
7 |
დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა
სიკუდილისათა. |
8 |
მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე.
სელა. |
8 |
ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი
შენნი მოავლინენ ჩემ ზედა. |
9 |
შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის;
დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ. |
9 |
განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად
მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე. |
10 |
თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე,
შენსკენ ვიწვდიდი ხელებს. |
10 |
და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი,
უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი. |
11 |
ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და
განგადიდებენ? სელა. |
11 |
მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
|
12 |
განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე -
ჯოჯოხეთში? |
12 |
მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და
ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა? |
13 |
შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს -
დავიწყების ქვეყანაში? |
13 |
საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი
ქუეყანასა მას დავიწყებულსა? |
14 |
მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ
გეგებებოდა. |
14 |
და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი
მიგეწიფოს შენ. |
15 |
რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან? |
15 |
რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა
ჩემგან? |
16 |
ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ,
ვუძლურდები. |
16 |
გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი
რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი. |
17 |
თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
|
17 |
ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა
შემაძრწუნეს მე. |
18 |
გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად
მერტყმოდა გარს. |
18 |
გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
|
19 |
შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.
|
19 |
განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი
გლახაკობითა ჩემითა. დიდება |