1 |
ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი
ვარ მე. |
1 |
მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
|
2 |
დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი,
შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. |
2 |
იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონა შენი,
ღმერთო ჩემო, რომელი გესავ შენ. |
3 |
შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე. |
3 |
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე. |
4 |
ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული
ჩემი. |
4 |
ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
|
5 |
რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე
ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. |
5 |
რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე
ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ. |
6 |
მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა. |
6 |
ყურად-იღე, უფალო, ლოცვა ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
|
7 |
ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ. |
7 |
დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.
|
8 |
არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი
საქმეთა შენთა. |
8 |
არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმე
შენთაებრ. |
9 |
ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს
წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს. |
9 |
ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე
შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა, უფალო. |
10 |
რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
|
10 |
რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკჳრველებათა შენ ხარ ღმერთი
მხოლო. |
11 |
დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული
შენი სახელის მოშიშებით. |
11 |
მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს
გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა. |
12 |
გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს
სახელს უკუნისამდე. |
12 |
აღგიარო შენ, უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი
უკუნისამდე; |
13 |
რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული
ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან. |
13 |
რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული ჩემი
ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა. |
14 |
ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა
კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე. |
14 |
ღმერთო, უსჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს
სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. |
15 |
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო,
დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ. |
15 |
და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ
და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. |
16 |
პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს
და იხსენი ძე შენი მხევლისა. |
16 |
მოიხილე ჩემ ზედა და შემეწიე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე
ძე მჴევლისა შენისა. |
17 |
მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა
მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი. |
17 |
ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და
ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე და ნუგეშინის-მეც მე. |