1 |
გუნდის ლოტბარს. გალობა - ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო
ქვეყნიერებავ. |
1 |
დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს |
2 |
უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
|
2 |
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა
მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა. |
3 |
უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით
ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები. |
3 |
არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა
ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. |
4 |
მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს
სახელს. სელა. |
4 |
ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ
სახელსა შენსა, მაღალო. |
5 |
მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება
ადამიანის შვილებზე. |
5 |
მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს
განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა, |
6 |
გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ
მის გამო. |
6 |
რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ ფრჴივ; მუნ
ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ, |
7 |
გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ
ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა. |
7 |
რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა
ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით. |
8 |
ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა. |
8 |
აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ ჴმაჲ ქებისა
მისისა, |
9 |
შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი
ფეხი. |
9 |
რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა ფერჴთა ჩემთა.
|
10 |
რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი
გადაადნეს. |
10 |
რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა
გამოიჴურვების ვეცხლი. |
11 |
მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე. |
11 |
შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. |
12 |
შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე
სახალვათოდ. |
12 |
ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი,
|
13 |
მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს, |
13 |
და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა
მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი, |
14 |
რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი
გაჭირვების ჟამს. |
14 |
რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.
|
15 |
მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ
მოზვრებს და ვაცებს. სელა. |
15 |
საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა,
შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. |
16 |
მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ,
რა გააკეთა ჩემი სულისთვის. |
16 |
მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა
ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. |
17 |
მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით. |
17 |
მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა
ჩემითა. |
18 |
სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი. |
18 |
სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.
|
19 |
ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას. |
19 |
ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა
ჩემისასა. |
20 |
კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი
წყალობა. |
20 |
კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა
წყალობაჲ მისი ჩემგან. |