1 |
დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა,
მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად. |
1 |
და მიჩუენა მე უფალმან იისუ, მღდელი დიდი, მდგომარე წინაშე პირსა ანგელოზისა
უფლისასა და ეშმაკი უდგა მარჯუენით მას წინააღგომად მისსა. |
2 |
უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს
უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ
არის? |
2 |
და თქუა უფალმან ეშმაკისა მიმართ: შეგრისხენინ უფალმან შენ შორის,
ეშმაკო, და შეგრისხენინ უფალმან შენ შორის გამომრჩეველმან იერუსალჱმსა! არა აჰა,
ესე, ვითარცა მუგუზი გამოტაცებული ცეცხლისაგან. |
3 |
იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. |
3 |
და იისუ იყო შემოსილ სამოსლითა მწიკულიანითა, დადგა წინაშე პირსა
ანგელოზისასა |
4 |
მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი
სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ.
|
4 |
და მიუგო და ჰრქუა მდგომარეთა მიმართ წინაშე პირსა მისსა
მეტყუელმან: მოსძარცუენით სამოსელნი მწიკულევანნი მისგან; და თქუა მისდა მიმართ:
აჰა, აღვიხუენ შენგან უსჯულოებანი შენნი და შეჰმოსეთ მას პოდირი |
5 |
თქვა: დაახურონ თავზე სუფთა თავსაბურველი! და დაახურეს თავზე სუფთა
თავსაბურველი და ჩააცვეს სამოსელი; უფლის ანგელოზი კი იდგა. |
5 |
და დაადგით კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და გარემოასხნეს მას
სამოსელნი და დაადგეს კიდარი წმიდაჲ თავსა ზედა მისსა და ანგელოზი უფლისაჲ დგა.
|
6 |
გამოუცხადა უფლის ანგელოზმა იესოს და უთხრა: |
6 |
და წამებდა ანგელოზი უფლისაჲ იისუას მიმართ მეტყუელი: |
7 |
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს
შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ
მისასვლელს აქ მდგომარეთა შორის. |
7 |
ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: უკეთუ გზათა შორის ჩემთა
ხჳდოდი და ბრძანებათა შორის ჩემთა სცვიდე და შენ განსაჯო სახლი ჩემი და უკუეთუ
დაიცვა ეზოჲ ჩემი და მოგცნე შენ მოქცეულნი საშუალ მდგომარეთა ამათ. |
8 |
ისმინე, იესო მღვდელმთავარო, შენ და შენმა თვისტომებმა, შენს წინ
რომ სხედან, რადგან სასწაულნი არიან ეს კაცები; რადგან აჰა, მოვავლინებ ჩემს
მორჩილს - მორჩს! |
8 |
ისმინე უკუე იისუ, მღდელო დიდო! შენ და მახლობელთა შენთა
მსხდომარეთა წინაშე პირსა შენსა. მით, რამეთუ კაცნი ნიშთმჭურეტელნი არიან, ამისთჳს,
აჰა, მე მოვიყუანო მონაჲ ჩემი აღმოსავალით. |
9 |
რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ
ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში
წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს. |
9 |
მით, რამეთუ ქვაჲ, რომელიც მივეც წინაშე პირსა იისუჲსსა, ქვასა
ერთსა ზედა შჳდნი თუალნი არიან. აჰა, მე აღმოვთხარო ჴნაცჳ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა
მპყრობელი, - და გამოვიძიო ყოველი უსამართლოებაჲ ქუეყანისაჲ მის ერთსა შინა დღესა.
|
10 |
იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, ერთმანეთს მიიწვევთ ვაზის ქვეშ და
ლეღვის ქვეშ. |
10 |
მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლის მპყრობელი, - მოუწოდოს
თითოეულმან მოყუასსა თჳსსა ქუეშე კერძო ვენაჴისა და ქუეშე კერძო ლეღჳსა.
|