1 |
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. |
1 |
და მოვიქეც და იხილეს თუალთა ჩემთა: და, აჰა, მანგალი მფრინვალე. |
2 |
მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ,
სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა. |
2 |
და თქუა ჩემდამო: რასა ხედავ შენ? და ვთქუ: მე ვხედავ მანგალსა
მფრინვალესა, სიგრძით წყრთათა ოცთასა. |
3 |
მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი
მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა
მოიკვეთოს ამის თანახმად. |
3 |
და თქუა ჩემდა მომართ: ესე წყევაჲ გამომავალი პირსა ზედა ყოვლისა
ქუეყანისასა მით, რამეთუ ყოველი მპარავი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ
იქმნეს. და ყოველი ცრუფიცი ამისგან ვიდრე სიკუდიდმდე შურისძიებულ იქმნეს.
|
4 |
გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და
ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის
ხესა და ქვას. |
4 |
და განვასწორო იგი, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და შევიდეს
იგი სახიდ მპარავისა და სახით მფუცავისა სახელსა ჩემსა ცრუსა ზედა და დაარღჳოს
საშუალ სახლისა მისისა და მოასრულოს იგი და ძელნი მისნი და მოასრულნეს ქვანი მისნი.
|
5 |
გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე
თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. |
5 |
და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ
თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე. |
6 |
ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს
არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე. |
6 |
და ვთქუ: რაჲ არს? და მრქუა: ესე საზომი გამომავალი. და თქუა: ესე
უსამართლოება ყოველსა შორის ქუეყანასა მათსა. |
7 |
აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.
|
7 |
და, აჰა, ტალანტი ბრპენისაჲ აღღებული. და, აჰა, დედაკაცი ერთი ჯდა
საშალ საზომისა |
8 |
თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი
დაახურა ზედა. |
8 |
და თქუა: ისი არს უსჯულოება. და დააგდო იგი საშუალ საზომისა და
შთაუგდო ქვაჲ ბრპენისაჲ პირსა მისსა. |
9 |
ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ
ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ; და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას
შორის. |
9 |
და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე. და, აჰა, ორნი დედანი
გამომავალნი და სული ფრთეთა შორის მათთა და მათ აქუნდეს ფრთენი, ვითარცა ფრთენი
ოფოფისანი, და აღიღეს საზომი საშუალ ქუეყანისა და საშუალ ცისა. |
10 |
ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს
საწყაული? |
10 |
და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: სადა მიიღებენ
ისინი საზომსა? |
11 |
მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად
იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი. |
11 |
და ჰრქუა ჩემდამო: აღშენებად მისდა სახლსა ქუეყანასა შინა
ბაბილონისასა და განმზადებად და დადვან იგი მუნ, განმზადებასა ზედა
მისსა. |