1 |
შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს
მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. |
1 |
ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და
წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის |
2 |
რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და
ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან,
იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი. |
2 |
მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა ხილვანი
მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს განჴმეს სამწყსო
და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ. |
3 |
მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ბოტებს, მაგრამ
მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას - იუდას სახლს და თავის დიდებულ რაშად გაიხდის
მას ბრძოლაში. |
3 |
განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა მივიხილო,
და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, სამწყსოსა მისსა, სახლსა
იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა.
|
4 |
მისგან იქნება ქვაკუთხედი, მისგან იქნება სამსჭვალი, მისგან იქნება
საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი ერთიანად. |
4 |
და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან მშჳლდი
გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის. |
5 |
იქნებიან როგორც გმირები, ქუჩის ტალახივით გამთელავნი ბრძოლაში;
იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გააწბილებენ ცხენებზე ამხედრებულთ.
|
5 |
და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა ზედა
ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ იქმნენ
აღმავალნი ცხენთა. |
6 |
გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს; დავაბრუნებ მათ,
რადგან შევიწყალე ისინი; და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვვბინოს, რადგან
მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და შევისმინე მათი. |
6 |
და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი ვაცხოვნო. და
დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს, ვითარსახედ არ გარემივაქციენ
იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და შევისმინო მათი. |
7 |
გმირივით გახდება ეფრემი და გახალისდება მათი გული, თითქოს
ღვინისაგან; დაინახავენ ამას მათი შვილები და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული
უფალში. |
7 |
და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს გული მათი,
ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და იხარებდეს გული მათი
უფლისა მიერ. |
8 |
დავუსტვენ მათ და თავს მოვუყრი, რადგან გამოვისყიდე ისინი; და
ბევრნი გახდებიან, როგორც ბევრნი იყვნენ. |
8 |
აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი მათ და
განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ. |
9 |
მე გავაბნიე ისინი ხალხებში და შორეულ ქვვყნებში გამიხსენებენ;
იცხოვრებენ თავიანთ შვილებთან ერთად და დაბრუნდებიან. |
9 |
და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი მომიჴსენებდენ მე.
განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ. |
10 |
დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან და აშურიდან გამოვკრებ მათ;
გალაადის ქვეყანაში და ლიბანში მივიყვან მათ და ადგილი არ ეყიაფათ. |
10 |
და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან,
შევიწყნარნე იგინი და გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და
არა შესცთეს მათგანი არცა ერთი. |
11 |
გადაუვლის ბობოქარ ზღვას და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს, ამთშრება
ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. |
11 |
და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და
განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება
ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ ეგჳპტისაჲ მოისპოს. |
12 |
გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, ამბობს უფალი.
|
12 |
და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა
მიმართ მისისა იქადოდიან, - იტყჳს უფალი. |