1 |
ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება.
|
|
|
2 |
როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მისი მსახურნი;
როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნი. |
|
|
3 |
უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი
ქალაქი აშენდება. |
|
|
4 |
უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს
მასზე. |
|
|
5 |
უფლის ხელშია კაცის გზაკეთილობა და თავის დიდებას აღბეჭდავს
მწიგნობრის სახეზე. |
|
|
6 |
ყოველ უსამართლობაზე ნუ განურისხდები მოყვასს და საქმით ნუ
შეურაცხყოფ ნურავის. |
|
|
7 |
უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია ამპარტავნობა,
უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე. |
|
|
8 |
მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და
ანგარებათა გამო. |
|
|
9 |
რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი
შიგნეული. |
|
|
10 |
ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა, ხვალ
კი აღესრულება. |
|
|
11 |
როცა ადამიანი კვდება, ქვეწარმავალთა, მხეცთა და მატლთა კერძად იქცევა.
|
|
|
12 |
ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი
გულის განდგომა დამბადებლისგან. |
|
|
13 |
რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს,
სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ
კიდეც დაღუპავს მას. |
|
|
14 |
უფალმა დაამხო ტახტნი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერნი დასვა.
|
|
|
15 |
უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი
დააფუძნა. |
|
|
16 |
ხალხთა ქვეყნები დაამხო უფალმა და დედამიწის საფუძვლებამდე შემუსრა
ისინი. |
|
|
17 |
ზოგიერთნი გაახმო და წარწყმიდა, ქვეყნიდან წარხოცა მათი
სახსენებელი. |
|
|
18 |
ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა ქალთა
ნაშობთათვის. |
|
|
19 |
პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი მოდგმა
რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. უპატიოსნო
მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა. |
|
|
20 |
ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა მის თვალში.
|
|
|
21 |
სიამაყე მდიდრისა, დიდებულისა თუ ღარიბისა უფლის შიშია. |
|
|
22 |
უსამართლობაა შეურაცხყოფა გონიერი გლახაკისა და უჯეროა ხოტბის
შესხმა ცოდვილი კაცისათვის. |
|
|
23 |
დიდებულიც, მსაჯულიცა და განმგებელიც პატივდებულია, მაგრამ არც ერთი
მათგანი არაა უმეტესი უფლის მოშიშზე. |
|
|
24 |
ბრძენ მსახურს თავისუფალნი მოემსახურებიან და გონიერი კაცი არ
დაიჩივლებს. |
|
|
25 |
სიბრძნეს ნუ იკვეხნი საქმის კეთებისას და თავს ნუ განიდიდებ
გასაჭირში. |
|
|
26 |
მშრომელი, რომელსაც ყოველივე უხვად აქვს, სჯობია მოსეირნე
მკვეხარას, ვისაც პურიც კი უჭირს. |
|
|
27 |
შვილო, სიმდაბლით განადიდე შენი თავი და ღირსებისამებრ მიაგე
პატივი. |
|
|
28 |
შემცოდეს საკუთარი სულის წინაშე ვინ გაამართლებს? ვინ განადიდებს
თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს? |
|
|
29 |
გლახაკს პატივს სცემენ ცოდნის გამო, მდიდარს კი მისი სიმდიდრისთვის
ადიდებენ. |
|
|
30 |
სიგლახაკეში პატივდებული რამდენად უფრო განდიდდება სიმდიდრეში?
სიმდიდრეში უპატიო კი რამდენად უფრო უპატიო იქნება სიგლახაკეში? |
|
|