1 |
წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი
მცნებათა დამცველია. |
|
|
2 |
ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე დაუბრუნე
ვალი. |
|
|
3 |
მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი
შენთვის საჭიროს. |
|
|
4 |
ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი
შემაწევარნი. |
|
|
5 |
ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის ფულზე
ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს, დაუდევრად გასცემს
პასუხს და დროს მოიმიზეზებს. |
|
|
6 |
თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და მსესხებელს
ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და ტყუილუბრალოდ მტერიც
შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და ნაცვლად პატივისა უპატიობას
მიაგებენ. |
|
|
7 |
ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე. ეშინიათ,
ტყუილუბრალოდ არ იზარალონ. |
|
|
8 |
მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ
დაუგვიანებ. |
|
|
9 |
შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს ხელცარიელს ნუ
გაუშვებ. |
|
|
10 |
დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას
ლოდის ქვეშ დასაღუპავად. |
|
|
11 |
შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ
სარგებლობას მოგიტანს. |
|
|
12 |
სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის
ყოველგვარ გასაჭირში, |
|
|
13 |
და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან. |
|
|
14 |
კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება, სირცხვილდაკარგული კი
მიატოვებს. |
|
|
15 |
ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე.
|
|
|
16 |
თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს
მიატოვებს. |
|
|
17 |
თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის ტალღამ,
შეარყია. |
|
|
18 |
სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში ახეტიალა.
|
|
|
19 |
ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას გამოდევნებული, სასჯელს
იტვირთავს. |
|
|
20 |
შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ თავადაც არ
ჩავარდე. |
|
|
21 |
დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი კი -
სირცხვილის დამფარველი. |
|
|
22 |
ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე ნადიმებს.
|
|
|
23 |
მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის საყვედურს არ
მოისმენ. |
|
|
24 |
ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად ხარ, პირს
ვერ გააღებ. |
|
|
25 |
უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად, მწარესაც მოისმენ.
|
|
|
26 |
მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს, მეც მაჭამეო.
|
|
|
27 |
დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა მესტუმრა და სახლი
მჭირდება. |
|
|
28 |
მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება და სესხის
დაყვედრება. |
|
|