1 |
ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და მოსეს მემკვიდრე წინასწარმეტყველებებში;
თავისი სახელის შესაფერისად დიდი იყო ღვთის რჩეულთა გადარჩენისას, როცა შურს ძიობდა
აღმდგარ მტერზე, რათა სამკვიდრო მიეცა ისრაელისთვის. |
|
|
2 |
როგორ განდიდდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქზე დააღირა
მახვილი! |
|
|
3 |
მის უწინარეს ვინ მდგარა მასსავით მტკიცედ? რადგან ის უფლისათვის
მართავდა ბრძოლებს. |
|
|
4 |
განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და ერთი დღე ორად იქცა? |
|
|
5 |
მან მოუწოდა უზენაეს მეუფეს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ
შეავიწროვეს; პასუხი გასცა მას დიდმა უფალმა მაგარ-მაგარი სიტყვის ლოდებით. |
|
|
6 |
დაათია ომი ამ ხალხს და ფერდობზე შემუსრა მოწინააღმდეგენი, რათა
წარმართებს შეეცნოთ მისი აღჭურვილობა, რომ უფლის წინაშე იყო მისი ბრძოლა, |
|
|
7 |
თავად კი უკან მიჰყვებოდა მეუფეს. მოსეს დღეებში ჩაიდინეს სიქველე
მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ; ისინი წინ; აღუდგნენ კრებულს - ცოდვას აარიდეს ხალხი
და ბოროტი დრტვინვა მათი დააცხრეს. |
|
|
8 |
ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი
სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი. |
|
|
9 |
მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა
ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი; |
|
|
10 |
რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული.
|
|
|
11 |
ასევე მსაჯულნიც, სახელდებით, რომელთაც არ წაიბილწეს გული და უფალს არ განუდგნენ
(კურთხეულთა შორის იყოს ხსენება მათი! |
|
|
12 |
აყვავდეს მათი ძვლები, სადაც არიან და მათი სახელი სადიდებლად
გადაეცეს შვილებს!); |
|
|
13 |
თავისი უფლის შეყვარებული სამეული, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც
სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა. |
|
|
14 |
იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს.
|
|
|
15 |
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში
სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა. |
|
|
16 |
მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ
შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი. |
|
|
17 |
დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა. |
|
|
18 |
შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი.
|
|
|
19 |
საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე,
არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო, ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის
საყვედური. |
|
|
20 |
მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა
მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა
წარხოცილიყო. |
|
|