1 |
თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე
ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც
არავინ ეგულება, |
1 |
რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ და მცირედ მწუხარე არს
ცხოვრება ჩუენი და არა არს კურნება აღსასრულსა კაცისა, არა სადა ვინ იცის,
რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით, |
2 |
რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც
არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი
გულის ფეთქვის ნაპერწკალი. |
2 |
რამეთუ თჳთ ჴელმწიფედ შევიქმნენით, ვითარცა არა ყოფილნი, რამეთუ
კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა, და სიტყუანი ნაბერწყალ ძრვითა გულისათა,
|
3 |
როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით
სამშვინველიც გაიფანტება. |
3 |
რომელი დაშრტეს და ნაცარ იქმნეს ჴორცნი და სულნი დაჰჴსნდეს, ვითარცა
მეუღლე აერი |
4 |
მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს
ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც
ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული. |
4 |
და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად და არავინ მოიჴსენნეს
საქმენი ჩუენნი. და წარვალნ ცხორება ჩუენი, ვითარცა კვალი ღრუბელთა... |
5 |
რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი
აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან. |
5 |
|
6 |
ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით
სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით. |
6 |
|
7 |
აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ
ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი. |
7 |
|
8 |
დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს. |
8 |
|
9 |
ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ
კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი. |
9 |
|
10 |
დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც
მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება. |
10 |
|
11 |
ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის
მაქნისია. |
11 |
|
12 |
საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი
საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის
ცოდვებში გვადანაშაულებს. |
12 |
დავაპკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. და წინააუდგების
საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა სჯულისათა და მიმომდებს ჩუენ ცოდვათა
სწავლისა ჩუენისათა, |
13 |
აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს.
|
13 |
აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა
იტყჳს. |
14 |
ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა
ჩვენთვის. |
14 |
მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა. |
15 |
რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება
ბილიკნიც მისი. |
15 |
მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება
მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი. |
16 |
მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც
უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო
ღმერთი. |
16 |
საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა,
ვითარცა არაწმიდათა ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად
ღმერთსა იტყჳს, |
17 |
ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი
აღსასრულისას. |
17 |
ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვცადოთ,
რაჲძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი. |
18 |
თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას
მტრების ხელთაგან. |
18 |
უკუეთუ არს მართალ ძე ღმრთისა, შეეწიენ მას და იჴსენინ იგი ჴელთაგან
წინააღმდგომთა მისთასა. |
19 |
გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი
თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ. |
19 |
ვნებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რათა ვცნათ სახიერება მისი და
გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა. |
20 |
სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი
სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ. |
20 |
სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყო მოხედვა მისი
სიტყუათაგან მისთა. |
21 |
ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე
ბოროტებამ. |
21 |
ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ იგინი დააბრმნა უკეთურებამან.
|
22 |
რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს
ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ. |
22 |
და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა, არცა სასყიდელსა ესვიდეს
სიწმიდისასა, არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთა, |
23 |
რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის
ხატად დაბადა იგი, |
23 |
რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატი თავისა
თჳსობისათჳს შექმნა იგი. |
24 |
მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი
წილხვდომილნი განიცდიან მას. |
24 |
შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას.
რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა. |