1 |
უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც
აღიარებს და ადამიანებიც. |
1 |
ქებასა მართლისასა იხარებდინ ერნი, რამეთუ უკუდავება არს საჴსენებელი მისი,
რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არიან და კაცთა მიერცა და სათნო ღმრთის არს სული
მისი. |
2 |
ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან;
და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით. |
2 |
|
3 |
უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს
ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან. |
3 |
|
4 |
ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი
შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან. |
4 |
|
5 |
გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად
მკვახე და ყოვლად უვარგისი. |
5 |
|
6 |
უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი
განკითხვისას. |
6 |
|
7 |
მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.
|
7 |
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს; |
8 |
რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით
განიზომება. |
8 |
რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ წელთა
აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა, |
9 |
სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია.
|
9 |
და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო. |
10 |
ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები
წაყვანილ იქნა. |
10 |
სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა,
და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმის-ყოფა მისი,
ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი. |
11 |
წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა
მისი სული. |
11 |
|
12 |
რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას
რყვნის ვნებათა ღელვა. |
12 |
რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან
გულისთქუმისამან ცვალის გონება უმანკოთა. |
13 |
მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; |
13 |
აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი,
|
14 |
რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა
ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, |
14 |
რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის
უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა
ესევითარი, |
15 |
რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი
თავის წმიდანებზე. |
15 |
რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა
მისთა. |
16 |
როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად
სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს. |
16 |
|
17 |
რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა
განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი. |
17 |
|
18 |
იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს. |
18 |
|
19 |
შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა
შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს
მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი
ხსენება. |
19 |
|
20 |
შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები
ამხილებს მათ. |
20 |
|