1 |
ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით
დაიტანჯნენ. |
|
|
2 |
შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ. მოძულებულთ
უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად; |
|
|
3 |
რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი დაჰკარგოდათ
მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი, მცირე ხნით
ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა. |
|
|
4 |
რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა მოწეულიყო, თავად
კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები. |
|
|
5 |
როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და ცბიერ
ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი მრისხანება,
|
|
|
6 |
ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის ნიშანი მიიღეს,
რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ. |
|
|
7 |
რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით,
ყოველთა მხსნელო. |
|
|
8 |
ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი ყოველივე
ბოროტისაგან. |
|
|
9 |
ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და არსად იყო მათი
განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა. |
|
|
10 |
შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან
მათ შესაწევად გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი. |
|
|
11 |
ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს
წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ. |
|
|
12 |
ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი
სიტყვაა, უფალო, ყველას რომ კურნავს. |
|
|
13 |
რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება; შენ
ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან. |
|
|
14 |
ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც ამომხდარი
სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა. |
|
|
15 |
შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. |
|
|
16 |
რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის
ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილები, და
ცეცხლით განადგურდნენ. |
|
|
17 |
მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში ცეცხლი უფრო
ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა. |
|
|
18 |
ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის მისეული
ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან იდევნებიან. |
|
|
19 |
ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა, რათა
უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ. |
|
|
20 |
ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი და ზეციდან
უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას გემოვნების
შესაფერისს. |
|
|
21 |
შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის
დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით. |
|
|
22 |
თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა შეეცნოთ, რომ
მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა.
|
|
|
23 |
მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა მართალნი
დანაყრებულიყვნენ. |
|
|
24 |
რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს, გემსახურება,
ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის საყოფად.
|
|
|
25 |
ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა გამომზრდელ
მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით, |
|
|
26 |
რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ
ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს მორწმუნეთ; |
|
|
27 |
რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის
სუსტი სხივი გაათბობს, |
|
|
28 |
რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი მადლისგება და
ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ. |
|
|
29 |
რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და უსარგებლო
წყალივით დაიღვრება. |
|
|