1 |
როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს,
რომ კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ
მქონდა კარიბჭეში კარი ჩაყენებული), |
1 |
და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და
სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა
ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო. |
2 |
სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო
და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის
ბოროტება შეემთხვიათ. |
2 |
და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ
ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა.
|
3 |
მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ
შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან
ჩამოვალ-მეთქი? |
3 |
და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა
ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა გამოჴდეს საქმე
ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა. |
4 |
ამგვარი სიტყვა ოთხჯერ შემომითვალეს და იგივე პასუხი დავუბრუნე.
|
4 |
და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ [!] მიუგე მათ.
|
5 |
ასეთი სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური,
რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა. |
5 |
და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმა თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი
უბეჭდელი, |
6 |
მასში ეწერა: ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და
იუდაელებს განდგომა გაქვთ განზრახული და ამიტომაც აშენებ კედელს. როგორც ამბობენ,
შენ იქნები მათი მეფე. |
6 |
რომელსა წერილ იყო ესრეთ: ყოველთა წარმართთა მესმა, ვითარმედ შენ და
ურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშენებ ზღუდეთა მაგათ და
განაძნელებ გოდოლთა მაგისთა, რამეთუ გეგულების შენ მეფობად. |
7 |
წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში იქადაგონ და
თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები. ამიტომ მოდი და ერთად
მოვითათბიროთ. |
7 |
და ამისთჳს დაიდგინენ შენდა წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების
დაჯდომად იერუსალჱმს და მეფებად ურიასტანს ზედა, აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე
მეფესა: მოვედ და ამისთჳს ორთა ვიზრახოთ ერთად. |
8 |
გავუგზავნე კაცი და შევუთვალე: ასეთი სიტყვები არ თქმულა, შენ რომ
ამბობ, და შენი ჭკუით მოიგონე-მეთქი ეგენი. |
8 |
და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავისგან არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა
შენ იტყჳ, არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა იტყჳ მაგას. |
9 |
ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და
ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები. |
9 |
რამეთუ ყოველნივე გვაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყუნედ ჴელნი
მათნი და არა აღასრულონ საქმე მათი, და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის
აღესრულოს საქმე ესე სრულიად. |
10 |
შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი
დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის
კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.
|
10 |
და მე შევედ სახლსა სემიასასა, ძისა ედალასასა, ძისა მეტაბელისასა,
და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა უფლისასა და
შევევედრნეთ მას შინა და დავკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი
ღამე და მოგუკლან ჩუენ. |
11 |
ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის
გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი. |
11 |
და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი
ჩემებრი, რომელი შევიდის სახლსა უფლისასა და განერეს იგი? |
12 |
მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ
იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო. |
12 |
და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო
სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა ჩემთჳს. |
13 |
იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი,
რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.
|
13 |
და ტობიას და სანაბალატს მონადეს სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს,
რათამცა შევიშინე და შევედ სახლსა უფლისასა და ვცოდო, რათამცა დამდვეს ჩემ ზედა
სახელი ბოროტი. |
14 |
ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი,
აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე
რომ მაშინებდნენ. |
14 |
მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა
ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და
შემაძრწუნოს მე. |
15 |
ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ
დღეში. |
15 |
და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და
ერგასისდაორ დღე. |
16 |
როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო
მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ
ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული. |
16 |
და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს
ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში
ფრიად და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა.
|
17 |
იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას,
ტობიასგან კი მათ მოსდიოდათ; |
17 |
და მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ურიათა მათ წიგნი
ტობის, და ტობი მოვიდა მათა. |
18 |
რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია
არახის ძის სიძე იყო, ხოლო მისმა ძემ, იოხანანმა, მეშელამ ბარექიას ძის ასული
შეირთო. |
18 |
რამეთუ იყუნეს მეცნიერ ურთიერთას და იყო იგი სიძე სენექენასი. ძისა
იერესა, და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესოლამისა, ძისა ბარაქოსი.
|
19 |
მის სიკეთეს ამბობდნენ ჩემს წინაშე, ჩემი სიტყვები კი მასთან
მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე. |
19 |
და სიტყუანი მისნი იყუნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა და ჩემი სიტყუაჲ
მიუთხრიან მას, და წიგნი მრავალი მოწერის, რათამცა შემაშინა მე.
|