1 |
აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე
დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი;
საბოლოოდ განადგურდა. |
1 |
რამეთუ აღვიდა მბერავი პირისა შენისაჲ განმარინებელი ჭირისაგან. მოიმსტურე გზაჲ,
მოიმტკიცე წელი, განმჴნდი ძალითა ფრიად |
2 |
შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ
იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე! |
2 |
მით, რამეთუ გარემიაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარ-იგი
გინებაჲ ისრაჱლისი მით, რამეთუ განმბერტყელთა განბერტყნეს იგინი და მონაგებნი მათნი
განხრწნნეს. |
3 |
რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა!
რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს. |
3 |
ჭურნი ძლიერებისა მისისანი კაცთაგან. მამაცნი ძლიერნი მომღერალნი
ცეცხლითა, სადევენი ეტლებისა მათისანი დღესა შინა განმზადებულებისა მისისასა და
მჴედარნი. |
4 |
წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს
აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის
შუბები. |
|
|
5 |
დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით
ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ. |
4 |
აღბორგნენ, გზათა ზედა შემოკრბენ ეტლნი და აღიხუნენ შეიგანთა შორის,
ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ და ვითარცა ელვანი წარმრბენელნი. |
6 |
გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ,
მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ. |
5 |
და მოჴსენებულ იქმნენ დიდებულნი მათნი და მოუძლურდენ სლვასა შინა
მათსა და ისწრაფიან ზღუდეთა ზედა და განჰმზადებენ წინსაცავთა მათთა. |
7 |
გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე. |
6 |
ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს და სამეფონი დაეცნეს. |
8 |
გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე
მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. |
7 |
და მონაგები გამოცხადნა და იგიაჲ აღვიდოდა. და მჴევალნი მისნი
უძღოდეს, ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა. |
9 |
წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით!
დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან. |
8 |
და ნინევი, ვითარცა საბანელი წყლისაჲ, წყალნი მისნი და იგინი
ვითარცა მლტოლვარენი არ დადგეს. და არა იყო ზედამხედველი. |
10 |
დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი,
ძვირფასი ნივთები. |
9 |
და იტაცებდეს ვეცხლსა და იტაცებდეს ოქროსა და არა იყო ბოლოჲ მისი.
დამძიმდეს უფროს ყოველთასა ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი. |
11 |
გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები,
მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ. |
10 |
განბერტყაჲ და წდოლაჲ და ჟრუნვაჲ, და გულისა შემუსრვაჲ, და დაჴსნაჲ
მუჴლთა, და ლმობანი ყოველსა ზედა წელსა და პირები ყოველთაჲ, ვითარცა ნაწუავი
ქოთნისაჲ. |
12 |
სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ
ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი? |
11 |
სადა არს სამკჳდრებელი ლომთა და საძოარი მყოფი ლეკუთად, სადა ვიდოდა
ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა იყო მაშინებელი. |
13 |
ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის;
ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით. |
12 |
ლომმან იტაცნა კმასაყოფელნი ლეკუთა მისთანი და დაუშთვნა ლეკუთა
თჳსთა და აღავსო ნადირითა ბუდე თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი ნატაცებითა. |
14 |
აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს
ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და
აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა. |
13 |
აჰა, ესერა, მე შენ ზედა - იტყჳს უფალი, ყოვლისმპყრობელი - და
შევწუა კუამლითა სიმრავლე შენი. და ლომნი შენნი დაჭამნეს მახჳლმან. და მოვასრულო
ქუეყანისაგან ნადირი შენი და არღა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.
|