1 |
ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ
საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში! |
1 |
იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად.
დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი
მათნი |
2 |
მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ
კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს. |
2 |
გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა
ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.
|
3 |
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე,
რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი
დროება იქნება. |
3 |
ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ ტომსა ამას
ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ ხჳდოდით მართლიად,
რამეთუ ჟამი ბოროტი არს. |
4 |
იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება:
გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ
დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები. |
4 |
მას დღესა შინა მოღებულ იქმნეს თქუენ ზედა იგავი. და იგოდებოდეს
გოდებაჲ, კილოჲთა მეტყუელი: საარებაჲ ვისაარებეთ. ნაწილი ერისა ჩემისა განინაწილა
ვითარცა საბელითა. და არა იყო მაყენებელი მისი მოქცევად, აგარაკნი ჩუენნი
განინაწილნეს. |
5 |
ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.
|
5 |
ამისთჳს არა იყოს შენდა დამდებელ საბლსა წილსა შორის ეკლესიასა შინა
უფლისასა |
6 |
ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა
სირცხვილს. |
6 |
ნუ სტირთ ცრემლითა, ნუცა ცრემლოიან ამათ ზედა, რამეთუ არცა
განეშოროს ყუედრება |
7 |
ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი
საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
|
7 |
მეტყუელი: სახლმან იაკობისამან განარისხა სული უფლისაჲ, უკეთუ ესენი
სიმარჯუე მათდა არიან. არა სიტყუანი მისნი კეთილ მის თანა და აღმართებით ვიდოდიან
და წინაშე ერი ჩემი |
8 |
ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს
არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ. |
8 |
მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი განჴადეს
მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ. |
9 |
ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს
სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას. |
9 |
ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან შუებისა
მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა საუკუნეთა. |
10 |
ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის
გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი. |
10 |
აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება.
არაწმინდებისათჳს განიხრწნენით ხრწნილებითა. |
11 |
ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე
გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი. |
11 |
იდევნენით არცა ერთის ვის მდევრობასა, რომელი დამტკიცნა ტყუილთა.
გწთოდა შენ ღჳნოდ და მთრვალობად, და იყოს ქუეყანისაგან წუეთი ერისა ამის |
12 |
მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად
დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა
სიმრავლისგან. |
12 |
შეკრებული შეკრბეს იაკობ, ყოვლისა თანა მომლოდე მოველოდი ნეშტთა
ისრაჱლისათა. დავდვა მოქცევაჲ მათი, ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსო
საშუალ საწოლისა მათისა განვლიდენ, კაცთაგან |
13 |
მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე
გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში. |
13 |
განკუეთილებისათჳს პირისა მათისა განჰკუეთეს და განვლეს ბჭე და
განვიდა მისგან. და განვიდა მეფე მათი წინაშე პირსა მათსა, ხოლო უფალი უძღოდის მათ.
|