1 |
შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით: |
|
|
2 |
აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები. |
|
|
3 |
ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს
მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ. |
|
|
4 |
და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის
გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს. |
|
|
5 |
ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი
ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს. |
|
|
6 |
ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა
მასზე. |
|
|
7 |
ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა
მთა, მაგრამ ვერ შევძელი. |
|
|
8 |
ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის
წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას. |
|
|
9 |
და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი
არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის
დავინახე, |
|
|
10 |
რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და
ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა,
ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი; |
|
|
11 |
შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად
გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე
და შიშმა ამიტანა. |
|
|
12 |
ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ
მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს. |
|
|
13 |
უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული;
ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი
მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი: |
|
|
14 |
შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი
გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება. |
|
|
15 |
ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება. |
|
|
16 |
რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ
დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი. |
|
|
17 |
რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ. |
|
|
18 |
ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის,
და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან. |
|
|
19 |
ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს
ეს სიზმარი. |
|
|
20 |
თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე
ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ
ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა: |
|
|
21 |
ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.
|
|
|
22 |
ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს.
|
|
|
23 |
ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც
განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა. |
|
|
24 |
მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი. |
|
|
25 |
ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან
ამომავალი, |
|
|
26 |
ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც
თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი
არიან. |
|
|
27 |
მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე,
|
|
|
28 |
რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ
შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია
მისი განმარტება: |
|
|
29 |
აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას,
ვინც დედამიწაზე არიან. |
|
|
30 |
გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე. |
|
|
31 |
აღიძვრებიან საომრად ერთი მეორის წინააღმდეგ: ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ, ადგილი
ადგილის წინააღმდეგ, ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
|
|
|
32 |
ესენი რომ ჩათავდება, გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გიჩვენე; მაშინ
გამოცხადდება ჩემი ძე, შენ რომ იხილე, როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი. |
|
|
33 |
როცა გაიგონეხს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის
სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას. |
|
|
34 |
და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო
წასვლას. |
|
|
35 |
თავად ის კი სიონის მთის მწვერვალზე შედგება. |
|
|
36 |
ხოლო სიონი მოვა; მოევლინება ყველას გამზადებული და ნაგები,
მსგავსად ხელშეუხებლად გამოქანდაკებული მთისა, შენ რომ იხილე. |
|
|
37 |
ჩემი ძე თავად მოჰკითხავს შემოკრებულ ხალხებს მათ უკეთურებებს,
რასაც ქარიშხლები განასახიერებს, მათი ავი ზრახვებისა და სატანჯველის გამო, რითაც
მოელით ტანჯვა, |
|
|
38 |
რასაც ალი განასახიერებს და დაღუპავს მათ გაუჭირვებლად რჯულის
მეოხებით, რაც ცეცხლით არის განსახიერებული. |
|
|
39 |
სხვა მშვიდობიანი სიმრავლის შემომკრებლად რომ იხილე. |
|
|
40 |
ესაა ათი ტომი, რომელიც წარტყვევნილ იქნა თავისი ქვეყნიდან მეფე
ყუზიას ხანაში, როცა იგი ტყვედ წაიყვანა სალმანასარმა, აშურელთა მეფემ, და
გადაიყვანა ისინი მდინარეზე და გადასახლებულ იქნენ სხვა ქვეყანაში. |
|
|
41 |
მათ კი ასე გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ხალხთა სიმრავლე და
გასულიყვნენ შორეულ ქვეყანაში, სადაც კაცთა მოდგმას არასოდეს უცხოვრია. |
|
|
42 |
რომ იქ დაეცვათ თავიანთი რჯულდებანი, რომელთაც საკუთარ მიწა-წყალზე
არ იცავდნენ. |
|
|
43 |
მდინარის ვიწრო გასასვლელებით შევიდნენ ევფრატში. |
|
|
44 |
მაშინ მისცა მათ ნიშანი უზენაესმა და დააყენა მდინარის დინება,
ვიდრე არ გადალახეს იგი. |
|
|
45 |
იმ ქვეყნამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი.
ქვეყანას ეწოდება არცარეთი. |
|
|
46 |
იქ სახლობდნენ ისინი უკანასკნელ დრომდე; და ახლა, როცა უკან წამოსვლას
დააპირებენ, |
|
|
47 |
კვლავაც დააყენებს უზენაესი მდინარის დინებას, რათა შეძლონ
გადასვლა. ამიტომ იხილე მშვიდობიან ხალხთა სიმრავლე. |
|
|
48 |
მაგრამ ისინი, ვინც დარჩენილნი არიან შენი ხალხიდან, ჩემს
საზღვრებში იმყოფებიან, რათა გადარჩნენ. |
|
|
49 |
როცა დაიწყებს უზენაეზი თავმოყრილ ტომთა სიმრავლის განადგურებას,
მაშინ დაიცავს იგი დარჩენილ ხალხს, |
|
|
50 |
და მაშინ მრავლად მოუვლენს მათ სასწაულებს. |
|
|
51 |
მე ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, ახლა ეს გამიმჟღავნე: რისთვის ვიხილე
კაცი, შუაგულ ზღვიდან ამომავალი? მითხრა: |
|
|
52 |
როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის
უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას
ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება. |
|
|
53 |
ეს არის განმარტება სიზმარისა, რომელიც იხილე და რისთვისაც მხოლოდ
შენა ხარ განათლებული. |
|
|
54 |
რადგან დათმე შენეული და ჩემს რჯულს მოუხმე და გამოიძიე იგი. |
|
|
55 |
რადგან შენი ცხოვრება სიბრძნით წარმართე და შენს გონებას დედა
უწოდე. |
|
|
56 |
ამიტომაც გიჩვენე უზენაესის ჯილდო. კიდევ სამი დღის მერე კი სხვას
გეტყვი და გაგიცხადებ საგულისხმო და საოცარ ამბებს. |
|
|
57 |
წამოვედი და გავსწიე ველად უზენაესის განმადიდებელმა და მაქებელმა
იმ საოცრებათა გამო, რასაც ახდენს იგი ჟამიდან ჟამზე, |
|
|
58 |
იმის გამო, რომ მართავს იგი თავად დრო-ჟამს და იმასაც, რაც
დრო-ჟამში შემოდის, და ვიჯექი იქ სამი დღე. |
|
|