1 |
უთხრა წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისეს: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ
წინაშე ვცხოვრობთ. |
1 |
და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა, ესერა, ადგილი ესე, რომელსა
დავმკჳდრებულვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა. |
2 |
იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ
სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით. |
2 |
მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და
ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით! |
3 |
თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო:
წამოგყვებით. |
3 |
და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ნელიად მონათა შენთა
თანა. და მან თქუა: მივიდე. |
4 |
და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას. |
4 |
და წარვიდა მათ თანა და მივიდა იორდანედ და კაფდეს ძელთა.
|
5 |
ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი,
ბატონო! ნანათხოვარი იყო! |
5 |
და, აჰა, ერთი ვინმე მათგანი ვიდრე მოაკვეთდა მოსელსა, წარვარდა
რკინა ტარსა და შთავარდა წყალსა მას და ღაღად-ყო კაცმან და თქუა: შემიწყალე, უფალო,
რამეთუ იგიცა ნათხოვ იყო. |
6 |
თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე,
ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა. |
6 |
და ჰრქუა კაცმან ღმრთისამან, სადა ოდენ შთავარდა? და უჩუენა მას
ადგილი იგი, მოსტეხა რტო ერთი ელისე და შთააგდო მუნთქვეს ოდენ და ღმოჩნდა რკინა
იგი. |
7 |
თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო. |
7 |
და ჰრქუა ელისე: მიჰყავ და მოიღე თავით შენით და მიჰყო ჴელი თჳსი და
მოიღო იგი. |
8 |
ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მორჩილებთან, ამა
და ამ ადგილზე დავბანაკდეთო. |
8 |
და მეფე ასურასტანისა გამოვიდა წყობად ისრაჱლისა და ზრახვა-ყო
მონათა თჳსთა თანა და თქუა: ადგილსა ერთსა ფელმონს დავიდარანოთ. |
9 |
შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს. მოერიდე ამ ადგილზე გავლას,
არამელები არიან შემოპარული. |
9 |
და მიავლინა ელისე მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: ეკრძალე, ნუუკუე
მიხჳდოდით მათ ადგილთა, რამეთუ მუნ ასურნი იგი დადარანებულ არიან. |
10 |
გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი
ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ. |
10 |
და წარავლინა მეფემან ისრაჱლისამან ადგილსა მას მსტოვარნი, რომელსა
ჰრქუა მას ელისე მოხილვად მათდა და ერიდებოდა მას ადგილსა არა ერთგზის და არცა
ორგზის. |
11 |
შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მორჩილთ და ჰკითხა: არ
მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან? |
11 |
და განრისხნა გული მეფისა ასურთასა სიტყჳსა მისთჳს და მოუწოდა
მონათა თჳსთა და ჰრქუა მათ: მითხარითღა მე, ვინმე მამხილა მეფისა მის თანა
ისრაჱლისა? |
12 |
თქვა ერთ-ერთმა მორჩილთაგან: არავინ, მეფე-ბატონო; ელისე, ისრაელის
წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის. მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საძილე
ოთახში ლაპარაკობ. |
12 |
და თქუა ვინმე ერთმან მონათა მისთაგანმან: არა ვინ, უფალო ჩემო მეფე, არამედ
ელისე წინაწარმეტყუელი ისრაჱლისა უთხრობს მეფესა მას ისრაჱლისასა ყოველთა სიტყუათა
შენთა, რომელთა იტყჳ სენაკთა, ანუ სასვენებელთა ზედა შენთა. |
13 |
თქვა: წადით, და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და
მოვაყვანინებ. შეატყობინეს, დოთანში არისო. |
13 |
და თქვა მეფემან: მივედით და იხილეთ, სადა იყოს იგი და მივავლინო და
შევიპყრა იგი. და უთხრეს მას და ჰრქვეს: აჰა, ეგერა, დოთაიმს არს. |
14 |
გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. მივიდნენ ღამით და
ალყა შემოარტყეს ქალაქს. |
14 |
და წარავლინა მუნ მეფემან ასურასტანისამან ჰუნეები და ეტლები და ერი
ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი. |
15 |
ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა,
ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი,
ბატონო, რა გვეშველება? |
15 |
და აღიმსთო მსახურმან ელისესმან და, აჰა, ერი ძლიერი მოახლებულ იყო
გარემო ქალაქსა მას, ჰუნეები და ეტლები. და ჰრქუა მას ყრმამან: უფალო, რამე ვყოთ?
|
16 |
უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
|
16 |
და ჰრქუა ელისე: ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან
ვიდრე მათ თანა. |
17 |
ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა
უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო
ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. |
17 |
და თაყუანის-სცა უფალსა ელისე, ილოცვიდა და თქუა: უფალო, განუხვენ
თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და,
აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა.
|
18 |
ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა:
დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ. |
18 |
და გარდამოჴდეს მისსა და ილოცვიდა ელისე უფლისა მიმართ და თქუა:
გუემე ნათესავი ეგე სიბრმითა! და გუემნა იგინი უფალმან სიბრმითა მსგავსად სიტყჳსა
მის ელისესისა. |
19 |
უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და
მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე. |
19 |
და ჰრქუა მათ ელისე: არა ესე გზა არს და არცა ესე ქალაქი, მომდევდით
მე და მიგიყვანნე თქუენ კაცისა მის, რომელსა ეძიებთ. და მიიყვანნა იგინი სამარიად.
|
20 |
როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ.
აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან. |
20 |
და იყო, ვითარცა შევიდეს სამარიად. თქუა ელისე: აღახუნენ, უფალო,
თუალნი ამათნი და ხედვიდენ. და აღუხილნა უფალმან თუალნი მათნი და იხილეს. და, აჰა,
იყუნეს შორის სამარიასა. |
21 |
უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: დავხოცო,
დავხოცო, მამაო? |
21 |
ვითარცა იხილნა იგინი მეფემან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით
მოსრნე იგინი, მამაო. |
22 |
უთხრა: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია,
რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან
წავიდნენ. |
22 |
და ჰრქუა ელისე: ნუ მოსრავ, რამეთუ რომელნი არა სტყუენვენ მახჳლთა
შენითა და არცა მშჳლდითა შენითა. აწ დაუგე პური და წყალი, ჭამონ და სვან და
წარვიდენ უფლისა თჳსისა. |
23 |
გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის
მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები. |
23 |
და დაუგო მათ დიდად და ჭამეს და სვეს და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა
შესძინეს ასურთა მათ მოსლვად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა. |
24 |
ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი
ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას. |
24 |
და იყო ამისა შემდგომად და კრება-ყო ძემან ადერისამან, მეფემან
ასურასტანისამან, ყოვლისა მის ბანაკისა თჳსისა, მოვიდა და მოიცვა სამარია.
|
25 |
დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული;
სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ
ვერცხლად. |
25 |
და იყო სიყმილი დიდი სამარიას და დასხდეს მის გარემო, ვიდრემდე
ეპოებოდა თავი ვირისა ერგასის სასწორის ვეცხლისა და ოთხი კაბიწი და ნაედომი ტრედისა
ხუთის სასწორისა ვეცხლისა. |
26 |
გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა:
მიშველე, მეფე-ბატონო! |
26 |
და მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას და დედაკაცი ერთი
ღაღადებდა მისა მიმართ და თქუა: მიჴსენ მე, უფალო მეფე. |
27 |
უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ
საწნახელიდან? |
27 |
და ჰრქუა მას მეფემან: ნუ გიჴსნეს შენ უფალმან, ვინა გიჴსნეს შენ
კალოსაგან ანუ საწნეხელისა? |
28 |
ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა,
დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო. |
28 |
და ჰრქვა მას მეფემან: რა არს შენდა, დედაკაცო? მიუგო დედაკაცმან და
ჰრქუა: ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე
ჩემი შევჭამოთ ხვალე. |
29 |
მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა
შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი. |
29 |
და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა:
აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი. |
30 |
როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე
გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე. |
30 |
და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუა იგი მის დედაკაცისა, დაიპო
სამოსელი თჳსი და იგი იქცეოდა ზედა ზღუდესა მას. და იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ
ძაძა ემოსა შიშველთა ჴორცთა მისთა. |
31 |
თქვა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი
შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს. |
31 |
და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე და ესე შემძინენ,
უკუეთუ დგესღა თავი ელისესი, ძისა საფატისი, მის ზედა დღეს. |
32 |
ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ.
გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს:
ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული
მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის
ფეხის ხმაც ისმის მის უკან! |
32 |
და ელისე ჯდა სახლსა თჳსსა და მოხუცებულნი იგი სხდეს მის თანა. და
წარავლინა კაცი მეფემან მისა და, ვიდრე არღა მიწევნილ იყო მოციქული იგი მისა, ჰრქუა
ელისე მოხუცებულთა მათ: იცითმეა, რამეთუ წარმოავლინა შვილმან მოსისხლისამან
მოკუეთად თავისა ჩემისა და ვითარცა შემოვიდოდის მოციქული იგი, დაიპყართ კართა,
რამეთუ, აჰა, ეგერა, ბგერა ფერჴთა უფლისა მისისათა შემდგომად მისა. |
33 |
ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ:
აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან. |
33 |
და ვიდრე იგი ეტყოდა მათ და მოციქული იგი მეფისა მო-ხოლო-იწია მათა
და ჰრქუა: აჰა, ესერა, ძჳრი უფლისა მიერ არს, რასაღა ვევედრებოდი უფალსა?
|