|
|
|
სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: |
1 |
მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი. |
1 |
სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: მე - ყუავილი
ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ. |
2 |
როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის! |
2 |
და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის
ასულთა; |
3 |
როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა
შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
|
3 |
სძალი რტყჳს სიძესა: ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ
არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და
ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა. |
4 |
შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის
ალამი. |
4 |
ქალწულთა ეტყჳს სძალი: შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ
ჩემ ზედა სიყუარული, |
5 |
გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი
სიყვარულისგან. |
5 |
დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ
დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა. |
6 |
ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს
მისი! |
6 |
მარცხენე მისი თავსა ჩემსა და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე.
|
7 |
გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს
გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს. |
7 |
სძალი ეტყჳს ქალწულთა: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა
და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდიცა
ინებოს. |
8 |
აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე,
მოხტის ბორცვებზე. |
8 |
ესმა ჴმაჲ სიძისა და იტყჳს: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა: აჰა, ესერა,
ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა. |
9 |
ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი
ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის. |
9 |
მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა
ბეთელისათა. სძალმან მოსცა სასწაული სიძისა მიერ ქალწულთა და თქუა: აჰა, ესერა, ესე
დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს
არდაბაგთაჲთ. |
10 |
მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო
ჩემო, და წამოდი! |
10 |
მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო,
შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო. |
11 |
რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის
წავიდა. |
11 |
რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა
გზასა თჳსსა. |
12 |
ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა
გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. |
12 |
და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ
გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა. |
13 |
ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს.
ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი! |
13 |
ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ
თჳსი. აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო, |
14 |
შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი
შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი. |
14 |
მოვედ თავით შენით, ტრედო ჩემო, საგრილსა ქუეშე კლდისასა,
მახლობელად ზღუდისა, მაჩუენე მე პირი შენი და მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ
არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ. |
15 |
დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის
ვენახები ჩვენი. |
15 |
ქალწულნი ეტყჳან სიძესა: მიპყრენით ჩუენ მელნი მცირნი, განმრყუნელნი
ვენაჴთანი და ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან. |
16 |
ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის!
|
16 |
სძალი ეტყჳს: ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისა, რომელი ჰმწყსი
შროშანთა შორის. |
17 |
ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე,
მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ! |
17 |
ვიდრემდის წარჴდეს დღე და მოადგენ აჩრდილნი, მოიქეც და ემსგავსე
შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთა.
|