1 |
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად
უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის? |
1 |
ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი,
ვითარცა მწყობრი ბანაკთა. |
2 |
როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა
სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით. |
2 |
რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო
ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ
ჴელოვნისა. |
3 |
შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი
ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული. |
3 |
უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან; მუცელი
შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა; |
4 |
ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი. |
4 |
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი ქურციკისანი;
|
5 |
შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია
ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
|
5 |
კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა
ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა;
|
6 |
შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული,
კავებით შეკრული. |
6 |
თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა შენისა,
ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის. |
7 |
რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით! |
7 |
სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა. |
8 |
შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები. |
8 |
რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?!
|
9 |
ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი
იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
|
9 |
და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი
შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი,
|
10 |
შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა
ბაგეების დამატკბობელი. |
10 |
სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა
სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა. |
11 |
მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც. |
11 |
მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი. |
12 |
მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე; |
12 |
მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა;
|
13 |
ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ
ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ
მოგცემდი. |
13 |
ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ
აღყუავნა ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ.
|
14 |
სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ
- ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო. |
14 |
მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი
მწუერვალნი ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო
ჩემო, დაგიმარხო შენ. |