photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

იოველ წინასწარმეტყველი
14.10.2011, 16:06


ახალი ქართულით ძველი ქართულით
      თავი მეორე
1 ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. 28 და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ.
2 თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. 29 და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ,
3 გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. 30 და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა.
4 მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი. 31 მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი.
5 ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის შთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. 32 და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.
  თავი მეოთხე   თავი მესამე
1 რადგან იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ დავაბრუნებ დატყვევებულ იუდას და იერუსალიმს. 1 რამეთუ აჰა, მე მათ დღეთა შინა, და მას ჟამსა შინა, ოდეს მოვაქციო ტყუეობა იუდაჲსი და იერუსალჱმისა.
2 შევკრებ ყველა ხალხს დააჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა. 2 და შევკრიბნე ყოველნი, ნათესავნი, და შთავიყუანნე იგინი, ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს.
3 წილი ჰყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ. 3 და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს.
4 რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას. 4 და რად თქუენცა ჩემდა ტჳროს და სიდონ და ყოველი გალილეაჲ უცხოტომთა ნუ მოსაგებელსა მომაგებთ მე თქუენ, ანუ ძჳრის-ჰმოჴსენეობთ თქვენ ჩემდა, მახჳლად და მსწრაფლ მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა
5 იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო გაქვთ წაღებული და თქვენს ტაძრებში გაქვთ შეზიდული ჩემი რჩეული განძეული. 5 მის წილ, რომელ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი მიიღეთ და გამორჩეულებანი ჩემნი და კარნი შეიხუენით სახლთა მათ თქუენთა.
6 იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს. 6 და ძენი იუდაჲსნი და ძენი იერუსალჱმისანი განსცენით ძეთა ელლინთასა, რათა განაგარევნეთ იგინი საზღუართაგან მათთა,
7 აჰა, აღვძრავ მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ, და თქვენს თავზე მოვაქცევ თქვენსავე შურისგებას. 7 რამეთუ, აჰა, მე აღვადგინნე იგინი ადგილისაგან, სადა განსცენით იგინი მუნ. და მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა.
8 მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. 8 და უკუნვსცნე ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ჴელებსა ძეთა იუდასთასა და განსცემდენ მათ ტყუეობად ნათესავისა მიმართ შორს მყოფისა, რამეთუ უფალი იტყოდა:
9 გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი. 9 ქადაგენით ესენი წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ ბრძოლაჲ, აღადგინენით მბრძოლნი, მოიყვანენით და აღვედით ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი.
10 სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო! 10 დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლებად, და მანგალნი თქუენნი მაზრაკებად. უძალო იტყოდედ, ვითარმედ: ძალ-მიც მე.
11 იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები! 11 შეკერბით და შევედით ყოველნი ნათესავნი გარემოჲთ და კრება-ყავთ მუნ, მშჳდი იყავნ მებრძოლი.
12 გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. 12 აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა.
13 გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. 13 განავლინენით მანგალნი, რამეთუ წარმოდგა მსთულებელი. შევედით, დასწნიხეთ, რამეთუ სავსე არს საწნახელი. გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდეს ძჳრნი მათნი.
14 ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე. 14 ოხრანი იოხრნეს ღელესა შინა სასჯელისასა, რამეთუ მახლობელ არს დღე უფლისაჲ ღელესა შინა სასჯელისასა.
15 მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი. 15 მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი.
16 იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს. 16 ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი.
17 მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი. 17 და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინა. და იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე.
18 იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს. 18 და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა.
19 გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში. 19 ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა.
20 უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი. 20 ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა.
21 ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი. 21 და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა.

 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: kiborg
ნანახია: 600 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar