1 |
იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე: |
1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და
წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა
მისისაჲ ჩემდამო. |
2 |
ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი
ბოროტების ამბავი. |
2 |
|
3 |
ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში,
მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად
გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო. |
3 |
და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და შთავიდა
იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და აღვიდა მისდამი
ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა. |
4 |
ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა
ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი. |
4 |
და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა დიდი შორის
ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად. |
5 |
შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში
გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი
ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა. |
5 |
და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ
თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზდუად აღსუბუქებად მათგან. ხოლო
იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა. |
6 |
მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი,
შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ. |
6 |
და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ შენ? აღდეგ
და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან და არა წარვწყმდეთ.
|
7 |
თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო
ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას. |
7 |
და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით, ვყარნეთ
წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს წილნი და დავარდა
წილი იონას ზედა. |
8 |
ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის
კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა? |
8 |
და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ
შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და რომლისა
სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ? |
9 |
მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა
და ხმელეთი შექმნა. |
9 |
და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა ცისასა
ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი. |
10 |
დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს,
რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა. |
10 |
და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით,
რამეთუ აგრძნეს კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა
მათ). |
11 |
ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდესო? რადგან ზღვა
კვლავინდებურად ღელავდა. |
11 |
და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ,
რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღადგენდა ღელვათა. |
12 |
მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან
ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს. |
12 |
და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და
დაყუდნეს თქუენგან ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე
დიდი თქუენ ზედა. |
13 |
მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნდნ, მაგრამ ვერაფერს
გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ. |
13 |
და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს,
რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა. |
14 |
მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ
კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო,
როგორც გინდოდა. |
14 |
და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით
სულისათჳს კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ,
უფალო, ვითარცა სახედ გენება, ჰყავ. |
15 |
აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. |
15 |
და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ
რყევისაგან მისისა. და შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს
მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს აღთქმანი. |
16 |
დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები
დაუდეს. |
|
|