1 |
აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა; |
1 |
აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა.
|
2 |
რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
|
2 |
და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი უნაკლულოჲ მაღლით
გამო. |
3 |
განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი
ბოროტმოქმედისთვის? |
3 |
ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი იქმან
უსჯულოებასა. |
4 |
განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?
|
4 |
ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი
აღრაცხნეს? |
5 |
თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი, |
5 |
უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა ფერჴმან
ჩემმან ზაკუასა? |
6 |
ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება; |
6 |
რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან უმანკოებაჲ
ჩემი. |
7 |
თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს
ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს, |
7 |
უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა, გინათუ
მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე ქრთამსა? |
8 |
მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
|
8 |
მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა
ზედა. |
9 |
თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის
კართან მეთვალთვალოს, |
9 |
უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ
მზირად კართა მისთა? |
10 |
მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
|
10 |
სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ,
|
11 |
რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული; |
11 |
რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ
ქმრისცოლისაჲ. |
12 |
რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და
ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს. |
12 |
რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს,
რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა, |
13 |
თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა
დავა ჰქონიათ ჩემთან, |
13 |
ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ
რაჲ ჩემ წინაშე? |
14 |
რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?
|
14 |
რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ
მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო? |
15 |
განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ
გამოგვსახა საშოში? |
15 |
ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით
მასვე შინა მუცელსა. |
16 |
თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით
დამექანცოს? |
16 |
უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა
დავაურვენ. |
17 |
ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?
|
17 |
აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც, |
18 |
(რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და
დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი). |
18 |
რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და დედის
მუცლითგან უძღოდე მათ. |
19 |
თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და
საპყარი უმოსასხამოდ, |
19 |
ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე?
|
20 |
და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის
მონაპარსით? |
20 |
უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა ჩემთათა
განტფებოდეს ბჭენი მათნი. |
21 |
თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის
მოიმედეს? |
21 |
ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით, ვითარმედ
მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა? |
22 |
ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი! |
22 |
წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან
შეიმუსრენ, |
23 |
რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
|
23 |
რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო.
|
24 |
თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად
დამესახოს! |
24 |
გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა პატიოსანთა
ვესევდ? |
25 |
თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა
ჩემმა ხელმა! |
25 |
ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ ურიცხუთა ზედა
დავსდევ ჴელი ჩემი? |
26 |
თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული
მთვარისა |
26 |
ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა აღსავსესა და
მოკლებულსა? |
27 |
იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის! |
27 |
რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული ჩემი, ანუ
თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე? |
28 |
ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი
ვიქნებოდი. |
28 |
და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე წინაშე
უფლისა მაღლისა. |
29 |
თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ
ამბავზე! |
29 |
ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა გულმან
ჩემმან: ვაშა? |
30 |
არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის
სიცოცხლე. |
30 |
ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ ერისაგან
ძჳრ-ძჳრად. |
31 |
თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით? |
31 |
უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან
მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე. |
32 |
მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.
|
32 |
გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი
ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო. |
33 |
თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ
შემენახა ჩემი დანაშაული! |
33 |
გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი? |
34 |
რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა;
ვდუმდი, კარში არ გავდიოდი. |
34 |
რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა
აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?
|
35 |
ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს
ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ. |
35 |
ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა
ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა, |
36 |
ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი! |
36 |
მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და აღმოვიკითხე.
|
37 |
გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე,
მივეახლებოდი. |
37 |
და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო თანამდებისაგან.
|
38 |
თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული
ატირებულიყოს, |
38 |
არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ ორნატნი მისნი
ტიროდეს ერთბამად? |
39 |
თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი
შემეწუხებინოს, |
39 |
გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ და-ვისი-ვიპყარ
ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე? |
40 |
ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს!
დასრულდა იობის სიტყვები. |
40 |
იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ მაყუალი.
|