1 |
ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური, |
1 |
შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,
|
2 |
რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა. |
2 |
რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთას
გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა, |
3 |
რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი
სასა. |
3 |
რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან
წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი, |
4 |
ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;
|
4 |
ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის
ორპირისა, |
5 |
მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.
|
5 |
რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ მას,
შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან. |
6 |
ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად
მიდის. |
6 |
და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა ცხორებისასა იგი
არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ. |
7 |
ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს: |
7 |
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა.
|
8 |
შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს, |
8 |
შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა
მისისათა, |
9 |
რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს,
|
9 |
რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყლოთა,
|
10 |
რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის
სახლში. |
10 |
რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი შენ შევიდეს
სახლსა სხუათასა. |
11 |
ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. |
11 |
და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი.
|
12 |
იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!
|
12 |
და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა
გულმან ჩემმან. |
13 |
არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო. |
13 |
არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური
ჩემი, |
14 |
რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო! |
14 |
მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის
კრებულსა და შესაკრებელსა. |
15 |
სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, |
15 |
სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა. |
16 |
გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის ნაკადები. |
16 |
გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა
შინა დიოდენ წყალნი შენნი. |
17 |
მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ, |
17 |
იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ.
|
18 |
კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის
ცოლთან. |
18 |
წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი
სიჭაბუკესა შენსა. |
19 |
მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა
ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით; |
19 |
ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ
ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო.
|
20 |
რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო
ქალს? |
20 |
ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა,
რომელი არა შენი იყოს, |
21 |
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება.
|
21 |
რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა
ალაგთა მისთა ხედავს. |
22 |
საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით
შეიბოჭება. |
22 |
უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა
კაცად-კაცადი შეიკრვის. |
23 |
ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
|
23 |
ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა
თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა. |