1 |
მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
|
1 |
ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან
აღადგინნის რისხვანი. |
2 |
ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს
როშავს. |
2 |
ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან
მიუთხრის ძჳრი. |
3 |
ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს. |
3 |
ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა.
|
4 |
ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა. |
4 |
კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი,
განძღეს სულითა. |
5 |
უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი
საზრიანია. |
5 |
უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი იმარხვიდეს
მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად ძლიერებაჲ, ხოლო
უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით. |
6 |
მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი -
მწუხარება. |
6 |
სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი უღმრთოთანი
წარწყმდენ. |
7 |
ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.
|
7 |
ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა
კრძალულ. |
8 |
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი
სათნოა მისთვის. |
8 |
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი
შეწირულ მისა. |
9 |
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი
უყვარს. |
9 |
საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ
სიმართლესა, იგინი უყუარან. |
10 |
მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
|
10 |
სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო,
რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად. |
11 |
შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.
|
11 |
ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს
გულნი კაცთანი. |
12 |
ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა. |
12 |
ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.
|
13 |
მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
|
13 |
გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა
შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ. |
14 |
გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს.
|
14 |
გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი;
ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.
|
15 |
უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს. |
15 |
შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა
უშიშოებით. |
16 |
უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი
მოუსვენრობაში. |
16 |
შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა
ბაგათაგან დაკლულთა მტერობით. |
17 |
უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და
სიძულვილი. |
17 |
კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი
დაამშჳდის. |
18 |
ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს. |
18 |
სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის
უფროჲს. |
19 |
ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი
მოსწორებულია. |
19 |
გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.
|
20 |
ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა
ეჯავრება. |
20 |
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის
დედაჲ თჳსი. |
21 |
სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე
დადის. |
21 |
უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი
წარმართებულად ვალნ. |
22 |
თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი
ხორციელდება. |
22 |
დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა
მზრახვალთასა დაადგრეს ზრახვაჲ. |
23 |
კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
|
23 |
არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,
|
24 |
ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს
ასცდეს. |
24 |
|
25 |
ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.
|
25 |
სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი
ქვრივთა და ობოლთანი. |
26 |
უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი
საამურია. |
26 |
საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან
გულისსიტყუანი უბიწონი. |
27 |
მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
|
27 |
წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს
ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო
შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან. |
28 |
მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
|
28 |
გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან
მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ
მტერნიცა მოყუარე იქმნებიან. |
29 |
ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს. |
29 |
შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი
ისმინნეს. უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი
სიცრუვით. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ
სლვანი მათნი. |
30 |
თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
|
30 |
ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან
დააპოხნის ძუალნი. |
31 |
სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება. |
31 |
რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს
მან. |
32 |
შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე
კი გონებას იხვეჭს. |
32 |
ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო
რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი. |
33 |
უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
|
33 |
შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს
მან და წინაშე მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ. |