1 |
ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის სახლო! |
1 |
ისმინეთ სიტყუაჲ, რომელი თქვა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაილისაო.
|
2 |
ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ
ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ. |
2 |
ამათ იტყჳს უფალი: გზათაებრ წარმართთასა ნუ ისწავებთ და
სასწაულთაგან ცისათა ნუ გეშინისყე, რამეთუ ეშიშვიან იგინი პირისაგან მათისა,
|
3 |
რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი,
დურგლის ნახელავი. |
3 |
რამეთუ სასჯელნი წარმართანი ამაოება, ძელ არს მოკუეთილი მაღნარით,
ქმნილი ხუროსა. |
4 |
ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ
არ ირყეოდეს. |
4 |
და გამონადნობი, ვეცხლითა და ოქროთა შემკულნი არიან, კუერითა და
სამსჭულებითა განამაგრნეს იგინი და არა შეიძრნენ (ვეცხლი წახნაგებული არს. არა
ვიდოდის. ვეცხლი დასხმული არს თარშით, მოვიდა ოქროჲ ოფაზისაჲ). |
5 |
ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით
დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება
მოაქვთ, არც სიკეთე. |
5 |
(და ოქრომჭედელთა ჴელი, საქმე ჴელოანთა ყოველნი) ჳაკინთსა და
პორფირსა შეჰმოსენ მათ აღხუმით აღიხუნიან იგინი, რამეთუ ვერ ვლენედ. ნუ გეშინინყე
მათგან, რამეთუ ბოროტი ვერ ქმნან, და კეთილი არა არს მათ შორის. |
6 |
არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი
სახელი. |
6 |
ვინ არს ვითარ შენ, უფალო? დიდ ხარ შენ და დიდ არს სახელი შენი
ძალითა. |
7 |
ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს,
რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში. |
7 |
ვის არა ეშინოდის შენდა, მეფეო წარმართთაო! რამეთუ შენნი არიან,
რამეთუ ყოველთა შორის ბრძენთა წარმართთასა და ყოველთა შორის მეუფეთა მათთა ვინ არს,
ვითარ შენ, უფალო? |
8 |
ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი
ჭკუისმასწავლებელი, |
8 |
რამეთუ ერთგზის აღეგზნენ და მოუძლურდენ გულნი ამაოთანი. ძელი არს,
|
9 |
თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი,
გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსგატთა ხელით
დამზადებული. |
9 |
ვეცხლ გამოჭედილი თარშით მოღებული და ოქრო ოფაზით ქმნული ხუროსაჲ,
და ჴელთა ოქრომჭედელისათა იაკინთე, და ძოწეული სამოსლად მათა ქმნული ბრძენთაჲ.
|
10 |
უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული
მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები. |
10 |
ხოლო უფალი ღმერთი ჩუენი ჭეშმარიტ არს, ღმერთი ცხოველი და მეუფე
საუკუნოჲ. გულისწყრომითა მისითა შეიძრას ქუეყანაჲ და არა ყონ წარმართთა რისხვაჲ
მისი. |
11 |
ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა,
აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან. |
11 |
ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს,
წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის. |
12 |
ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა
სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით, |
12 |
უფალმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ ძალისა მიერ თჳსისა და აღჰმართა
მკჳდროანი სიბრძნისა მიერ მისისა, და ცნობისა მიერ თჳსისა გარდაართხა ცაჲ.
|
13 |
მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის
კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი
საგანძურებიდან. |
13 |
და ჴმისა მის მოცემისა მისისათა სიმრავლე წყლისა ცისა შორის, და
აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ ელვანი წჳმად ქმნნა და გამოიყვანნა
ქარნი და ნათელი საუნჯეთაგან მათთა. |
14 |
ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან
სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას. |
14 |
განასულელნა ყოველნი კაცნი მეცნიერებისაგან, სირცხჳლეულ იქმნა ყოველი
ოქროჲსმჭედელი წახნაგებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ ცილი იგი გამოადნვეს. არა არს სული
მათ თანა. |
15 |
არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის
დღეს. |
15 |
ამაონი არიან საქმენი ნამღერნი ჟამსა შინა მოხილვისა მათისასა
წარწყმდენ. |
16 |
ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და
ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი. |
16 |
არა არს ესე ნაწილი იაკობისი, რამეთუ შემოქმედისა ყოველთაჲსა თჳთ
არს ნაწილ მისსა და ისრაილ კუერთხ მკჳდრობისა მისისა. უფალ ძალთა არს სახელი მისი.
|
17 |
აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო! |
17 |
შეკრიბე გარეშით გუამები, დამკჳდრებულო რჩეულთა შორის, |
18 |
რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის
მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ. |
18 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე უსაფრჴეებ დამკჳდრებულთა
ქუეყანისა ამისთა ჭირისა მიერ. და ვაჭირვო მათ, რაჲთა იპოოს. |
19 |
ვაი, უბედურო თავო, უკურნებელო წყლულო! ვფიქრობდი, გადავიტანდი ამ
სნეულებას. |
19 |
ვაება შემუსრვასა შენსა ზედა, სალმობიერ არს წყლული შენი. მეცა
ვთქუ: ნანდჳლვე ესე არს წყლულება ჩემი. |
20 |
დაცარიელდა ჩემი კარავი, დაწყვეტილია ყველა თოკი, შვილები
წამივიდნენ; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი. |
20 |
მეწია მე კარავი ჩემი, საარებულ იქმნა, წარწყმდა და ყოველნი ეზონი
ჩემნი განირღუეს. ძენი ჩემნი და ცხოვარნი ჩემნი არა არიან. არა არს მერმე ადგილი
კარვისა ჩემისაჲ, ადგილი ეზოთა ჩემთაჲ, |
21 |
რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც
უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ. |
21 |
რამეთუ მწყემსთა იუცნობოეს და უფალი არ გამოიძიეს. ამისთჳს არა
გულისხმა-ყო ყოველმან სამწყსომან და განიბნინეს |
22 |
აჰა, ხმა მოდის და მიწა იძვრის ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ და
ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები. |
22 |
ჴმაჲ სასმენელისა, აჰა, მოვალს. და ძრვა დიდი ქუეყანისაგან
ჩრდილოსა, დასხმად ქალაქთა იუდაჲსთა უჩინოსაქმნელად და საბუდრად სირთა. |
23 |
ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი
კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. |
23 |
უწყი, უფალო, ვითარმედ არა კაცისა არს გზაჲ მისი, არცა მამაკაცი
ვიდოდის, და წარჰმართოს სლვაჲ თჳსი. |
24 |
დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ
მაქციო. |
24 |
გუასწავლენ ჩუენ, უფალო, გარნა განკითხვისა და ნუ გულისწყრომისა
მიერ, რაჲთა არა შემცირებულ-მყუნე ჩუენ. |
25 |
გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე,
რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო
მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები. |
25 |
გარდაასხ გულისწყრომაჲ შენი წარმართთა ზედა, არმეცნიერთა შენთა და
მეფობათა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს, რამეთუ შეჭამეს იაკობი, და
მოასრულეს ისრაილი და საძოარი მისი მოაოჴრეს. |