1 |
მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ
წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები? |
1 |
მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი.
რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა
უგულებელს-ყოფათასა. |
2 |
შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ
ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან. |
2 |
დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი.
მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა. |
3 |
მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული.
ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის. |
3 |
და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და
შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა
მათისა. |
4 |
როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი?
პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ, ჩვენს
ბოლოს ვერ ხედავსო. |
4 |
ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს
უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი,
რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი. |
5 |
თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ
მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება? |
5 |
შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა
ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა
იორდანისასა? |
6 |
რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი
გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ. |
6 |
რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა გეცრუვნეს
შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ ირწმუნებ მათდამი,
რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა. |
7 |
მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი
მის მტრებს ჩავუგდე ხელში. |
7 |
დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც
შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა. |
8 |
ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს, რადგან
შევიძულე. |
8 |
იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა შინა. მოსცა
ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი. |
9 |
ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი ფრინველები
შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ და შეაჭმევინეთ იგი.
|
9 |
ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს
მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად
მისსა. |
10 |
უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი
ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს. |
10 |
მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა
ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად, |
11 |
გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა,
მაგრამ არავინაა გულშემატკივარი. |
11 |
დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო
იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა. |
12 |
უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი
ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება
მშვიდობა. |
12 |
ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ
მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა
არს მშჳდობაჲ ყოვლისა ჴორცისა. |
13 |
დათესეს ხიარბალი და ეკალი მოიმკეს. დაშვრნენ და სარგებელი ვერ
ნახეს. გრცხვენოდეთ ამ თქვენი მოსავლისა - უფლის რისხვისა. |
13 |
სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ
ეყვნენ მათ. სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე
უფლისა, |
14 |
ასე ამბობს უფალი: ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომელთაც ხელჰყვეს
სამკვიდრო, ჩემს ერს რომ დავუმკვიდრე, წარვხოცავ მათი ქვეყნიდან, და იუდას სახელსაც
წარვხოცავ მათთან ერთად. |
14 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა
სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე
იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა. |
15 |
წარვხოცავ და მერე კვლავ შევიწყალებ, თავ-თავის სამკვიდროში და
თავ-თავის ქვეყანაში დავაბრუნებ ყველას. |
15 |
და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი
და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა
თჳსსა. |
16 |
თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს
უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთად
ერთად. |
16 |
და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად
სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად
ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა. |
17 |
მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ ხალხს და
გავანადგურებ, ამბობს უფალი. |
17 |
ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და
წარწყმედით, - თქვა უფალმან. |