1 |
მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ; |
45 |
ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა.
|
2 |
წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ; |
45a |
შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა, |
3 |
მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი; |
45b |
რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა.
|
4 |
გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები; |
46 |
ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა
სრულიად. |
5 |
შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება; |
46a |
აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი. |
6 |
ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით; |
46b |
რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი.
|
7 |
ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები; |
47 |
გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა
ჩემისა. |
8 |
კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;
|
47a |
და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი.
|
9 |
გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები; |
47b |
და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა.
|
10 |
დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული; |
48 |
დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული
და ვითარცა ლომი ფარულსა შინა, |
11 |
გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა; |
48a |
მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად.
|
12 |
მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა; |
48b |
გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ.
|
13 |
გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი; |
49 |
ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა, |
14 |
ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის;
|
49a |
ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე.
|
15 |
სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა; |
49b |
განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა. |
16 |
კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა; |
50 |
ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი.
|
17 |
მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა; |
50a |
და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი. |
18 |
ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი; |
50b |
და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ.
|
19 |
გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი; |
51 |
ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა
ჩემისა და ნავღლისა ჩემისა. |
20 |
კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული; |
51a |
ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა.
|
21 |
ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; |
51b |
ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას. |
22 |
არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; |
52 |
ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ
აღესრულნეს მოწყალებანი მისნი. |
23 |
განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი. |
52a |
განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა
სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა. |
24 |
ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი
მაქვს მისი; |
52b |
ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს
დაუთმობ მას. |
25 |
კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; |
53 |
ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი.
|
26 |
კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან; |
53a |
კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ. |
27 |
კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; |
53b |
კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა
მძიმე. |
28 |
ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი; |
54 |
იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა
უღელი მძიმე. |
29 |
მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი; |
54a |
მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა. |
30 |
თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით; |
54b |
მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ, |
31 |
არ გასწირავს საუკუნოდ უფალი; |
55 |
ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან, |
32 |
კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით; |
55a |
რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა.
|
33 |
რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს, |
55b |
არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი. |
34 |
როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს, |
56 |
ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა,
|
35 |
როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე, |
56a |
განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა, |
36 |
როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს
უფალი? |
56b |
დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა. |
37 |
ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა? |
57 |
მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო. |
38 |
განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე? |
57a |
პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი. |
39 |
რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე? |
57b |
რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა.
|
40 |
გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ; |
58 |
ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა
მიმართ. |
41 |
ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი: |
58a |
აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა
ცასა შინა. |
42 |
ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე; |
58b |
ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ.
|
43 |
რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად; |
59 |
სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და
არა გუერიდე. |
44 |
ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები; |
59a |
ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და
განგებად, |
45 |
ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის; |
59b |
სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა, |
46 |
ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა; |
60 |
ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა, |
47 |
შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა; |
60a |
შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა. |
48 |
ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის
გამო; |
60b |
გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა
ზედა ასულისა ერისა ჩემისასა. |
49 |
იღვრება ჩემი თვალი განუწყვეტლივ, არ არის შვება; |
61 |
აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება,
|
50 |
ვიდრე არ მოხედავს და არ იხილავს უფალი ციდან; |
61a |
ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით. |
51 |
ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო; |
61b |
თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა
ქალაქისა ჩემისათა. |
52 |
მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ; |
62 |
სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა
ჩემთა. |
53 |
ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს; |
62a |
მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა.
|
54 |
გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი; |
62b |
ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე.
|
55 |
ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან; |
63 |
კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა. |
56 |
ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას; |
63a |
ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და
ღაღადებისა. |
57 |
შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის! |
63b |
შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე:
ნუგეშინინ. |
58 |
შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
|
64 |
რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი.
|
59 |
შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!
|
64a |
იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი. |
60 |
შენ დაინახე მათი შური ჩემს მიმართ, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!
|
64b |
იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ
ზედა. |
61 |
შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ! |
65 |
სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი
ძალად ჩემდა. |
62 |
ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემს წინააღმდეგ არის მთელი დღე;
|
65a |
ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე
ყოველ, |
63 |
სხედან თუ დგანან, შეხედე, მათი სამღერელი შევიქენი; |
65b |
დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა.
|
64 |
მიაგე მათ საზღაური, უფალო, მათ ხელთა საქმეთაებრ! |
66 |
თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო,
მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ, |
65 |
მოუვლინე მათ გულის სიბნელე, უფალო, და წყევლა შენი! |
66a |
საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა
რუდუნება მათდა. |
66 |
რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში! |
66b |
შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა,
უფალო. |