1 |
შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი საზოგადოება და უთხრა: აი, რისი გაკეთება ბრძანა უფალმა: |
1 |
და შეკრიბა მოსე ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: ესე სიტყუანი არიან, რომელნი თქუა უფალმან ყოფად მათდა. |
2 |
ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება. |
2 |
ექუს დღე იქმოდეთ საქმესა, ხოლო დღესა მის მეშჳდესა განისუენო, წმიდა არს ესე შაბათი ესე განსუენებაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, სიკუდილითა მოკუედინ. |
3 |
ცეცხლს ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს. |
3 |
არა აღაგზნეთ ცეცხლი ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა დღესა შაბათსა, რამეთუ მე ვარ უფალი. |
4 |
ასე უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ეს არის, რაც მიბრძანა უფალმა თქვენთვის სათქმელად: |
4 |
ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და თქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა:
|
5 |
გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, |
5 |
მოიღეთ თქუენ თავისა თქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოს ნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი. |
6 |
ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილი, სელი და თხისური, |
6 |
ვიაკინთი, და ძოწეული და მეწამული რჩეული, და ზეზი შესთული და თმა თხათა. |
7 |
დათრიმლული ტყავები, თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები, |
7 |
და ტყავი ვერძთა ტარსიკონი, და ტყავი ცისხეული, და ძელი ულპოლველი. |
8 |
ზეთი გასანათებლად, სურნელებანი მირონისთვის და საკმევლისთვის, |
8 |
და ზეთი სანთებელი, და საკუმეველები იგი ზავებული, და ნელსაცხებელი რჩეული. |
9 |
ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები. |
9 |
და ქვაჲ სარდიონი, და ანთრაკი გამოქანდაკებულად საჴმართა მათ დასაწველთა. |
10 |
ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა: |
10 |
და ყოველივე ბრძენი გონებით თქუენ შორის მოვედინ და იქმოდენ ყოველსავე მას რომელი ბრძანა უფალმან,
|
11 |
სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები, |
11 |
საქმედ კარავსა მას, და სტოაებსა, და სახურველებსა, და სამაგდარებსა, და მოქლონებსა, და სუეტებსა, და ხარისხთა. |
12 |
კიდობანი და მისი კეტები, სახურავი და ჩამოსაფარებელი ფარდა, |
12 |
და კიდობანსა მას საწამებელისასა და აღსაღებელთა მას მისთა. და სალხინებელსა, და კრეტსაბმელსა და განსაბმელსა მას ეზოსასა, და სუეტთა მათ მისთა, და ქვათა მათ ზმარაგდოთა საკმეველთა, და ზეთთა მათ ცხებისათა, |
13 |
ტაბლა და მისი კეტები, მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პურები, |
13 |
და ტაბლასა მას, და ყოველსავე ჭურჭელსა მისსა, და საგრილებელთა ტაბლისათა, და საკუმეველსა მას შეზავებულსა, და აღსაღებელსა მას, და ყოველსა ჭურჭელსა მისსა, და პურსა პირისა. |
14 |
სასანთლე გასანათებლად, მისი მოწყობილობა და ლამპრები, და ზეთი გასანათებლად, |
14 |
სასანთლესა სანთლისასა ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და სასანთლესა, და ზეთსა ნათლისასა. |
15 |
სასაკმევლე სამსხვერპლო და მისი კეტები, მირონი და სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი ფარდა სავანის შესასვლელისთვის, |
15 |
და ტაბლასა საკუმეველისა, და საგრილებთა მისთა, და ზეთსა საცხებელისა, და საკუმეველსა შეზავებულსა და კრეტსაბმელთა ბჭისა კარვისათა, |
16 |
სამსხვერპლო აღსავლენი მსხვერპლისათვის და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და მისი მოწყობილობა, საბანელი და მისი კვარცხლბეკი, |
16 |
და ტაბლასა საკუერთხთასა, და ლანძვსა რვალისასა და საგრილობელსა მისსა და ყოველთა ჭურჭელთა მისთა, და საბანებელთა, და ხარისხთა მისთა,
|
17 |
ეზოს ფარდები თავისი სვეტებითა და კვარცხლბეკებითურთ, და ეზოს კარიბჭის ფარდა. |
17 |
და სტოვაებსა, და კრეტსაბმელთა, და სვეტთა მისთა და ხარისხთა მისთა, |
18 |
სავანის პალოები, ეზოს პალოები მათი ბაგირებითურთ, |
18 |
და კრეტსაბმელსა კარისა მის ეზოჲსასა, და მანაებსა მას ეზოჲსასა, |
19 |
შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელი მისი შვილებისთვის მღვდლობის გასაწევად. |
19 |
სამოსელსა მას წმიდასა აჰრონ მღდლისასა, და სამოსელსა მას, რომელი მსახურებენ სიწმიდესა მას შინა, და სამოსელსა მას ძეთა აჰრონისთასა სამღდელოსა. |
20 |
გავიდა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსესაგან. |
20 |
და გამოვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა მოსესგან. |
21 |
მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის. |
21 |
და მოიღებდეს კაცად-კაცადი, რომელი უნდა გულსა მათსა, და რომელი ჯერ-უჩნდა სულსა მათსა, მოიღებდენ შესაწირავად უფლისა ყოველსავე საქმესა კარვისა მის საწამებელისასა, ყოველსავე მას საქმარსა მისსა და ყოველსავე |
|
|
22 |
სამოსელსა წმიდასა. |
22 |
მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის. |
23 |
მოიღეს ქმართა ცოლთაგან მათთა ყოველივე, რომელსა ჯერ-უჩნდეს გონებასა თჳსსა, მოაქუნდა ბეჭედი, და საყურები, და გრკალები, და საცხინველები, და სალტეები და ყოველივე ჭურჭელი ოქროჲსა და ყოველსა მოაქუნდა ოქროჲ შესაწირავად უფლისა.
|
23 |
ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები; |
24 |
და ყოველსა, რომელსა თანა იპოვა მეწამული და ვაკინთი და ზეზი ვანად თჳსად, მოაქუნდა ბალანი თხათა, და ტყავები მეწამული და ტყავები ცისხეული ტარსიკონი. |
24 |
ყველას, ვისაც კი სურდა ვერცხლისა და სპილენძის ძღვნად მიტანა, მოჰქონდა ძღვნად უფლისათვის; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა ურთხელის ძელები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა. |
25 |
და მოიღეს ყოველი, რომელი შესწირვიდა შესაწირავსა ოქროჲსა და ვეცხლისა, და ყოველი მოაქუნდათ შესაწირავად უფლისა, და რომელთა თანა იპოვა მათ შორის ძელი ულპოლველი, მოაქუნდა ყოვლისა მისთჳს საქმისა მომზადებად. |
25 |
ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი. |
26 |
და ყოველი დედაკაცი ბრძენი გონებითა ჴელითა სთვიდა და მოაქუნდა სთული მყიე, და ძოწეული და მეწამული, და ზეზი და ყოველსა დედაკაცსა, რომელსა ჯერ-უჩნდა გონებათა მათთა, სიბრძნით სთჳდეს თმასა თხისასა. |
26 |
ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს. |
|
|
27 |
თავკაცებს მიჰქონდათ ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები, |
27 |
და მთავარნი იგი მამანი მოიღებდეს თვალთა პატიოსანთა: ანთრაკსა, ზამარაგდესა და ბივრილსა, და იაკინთსა ნივთად ვაკასისა მის. |
28 |
ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის. |
28 |
და საკითხავისა შემზადებად და ზეთსა მას ცხებისასა და შემზადებასა მას საკუმეველთასა. |
29 |
კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის. |
29 |
და ყოველი მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა მოუვიდოდა გონებითა მათითა, შევიდოდეს საქმედ ყოველსავე მას საქმესა, რომელი ბრძანა უფალმან საქმედ მოსეს მიერ. მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა შესაწირავი უფლისა.
|
30 |
უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან. |
30 |
და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა: აჰა ესერა, უწოდა ღმერთმან სახელით ბესელიელს ურისსა, ძისწულსა ურისსა, ტომისაგან იუდასსა. |
31 |
აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით, |
31 |
და აღავსო იგი სულითა საღმრთოჲთა სიბრძნითა და გულისხმისყოფითა და მეცნიერებითა ყოვლითა. |
32 |
რათა შეასრულოს ჩანაფიქრი, დაამუშაოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, |
32 |
ყოველსავე ზედა ხუროთმოძღურებად საქმედ ოქროჲსა და ვეცხლისა, და რვალსა და ანთრაკსა მას. |
33 |
გამოთალოს თვლები მოსაოჭავად და გამოახარატოს ხე, შექმნას ხელოვნური ნივთნი. |
33 |
ხუროვნებად საქმედ ძელსა მას და ყოვვლსა საქმესა სიბრძნისასა და წინაწარ განზრახვად მოსცა მას. |
34 |
გულში ჩაუდო სხვათა დამოძღვრის უნარი, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის შტოდან. |
34 |
და ელიაბს, ძესა მას აქის მაქისისასა, ტომისაგან დაანისსა. |
35 |
აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე. |
35 |
და აღავსნა იგინი სიბრძნისა და განზრახვისა და გულისხმის-ყოფად და საქმედ ქსოვასა, და ჭრელსა ქსოვად მეწამულსა მას და ზეზსა ხუროთმოძღურებისა. |