1 |
უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ
მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო. |
1 |
უფალო ღმერთო ჩემო, გადიდო შენ. საგალობელ-ვყო სახელი შენი, რამეთუ ჰქმნენ
საკჳრველნი საქმენი, განზრახვა დასაწყისისა ჭეშმარიტი, |
2 |
რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი -
ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება. |
2 |
იყავნ, უფალო, რამეთუ დასხენ ქალაქნი მიწად, ქალაქნი
ძლიერნი დაცემად საფარველნი მათნი, ქალაქი უთნოთაჲ საუკუნოდ არ აღეშენოს.
|
3 |
ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს
შიში ექნებათ შენი. |
3 |
ამისთჳს გაკურთხოს შენ ერმან გლახაკმან, და ქალაქნი კაცთა
მიმძლავრებულთა მოშიშთა შენთანი გაკურთხევდენ შენ, |
4 |
რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ
გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა
კედელს მიხლილი ქარიშხალია, |
4 |
რამეთუ ექმენ ყოველსა ქალაქსა მდაბალსა შემწე და შეურვებულთა
ნაკლულევანებისათჳს საფარველ. კაცთაგან უკეთურთა იჴსნი მათ, |
5 |
როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი
ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა. |
5 |
საფარველი წყურიელთა და სული კაცთა მიმძლავრებულთა, ვითარცა კაცნი
სულკნინნი წყურიელნი სიონს შინა, რამეთუ იჴსნის მათ კაცთაგან უთნოთა, რომელთაცა
მიმცენ ჩუენ. სიცხე საფარველსა შორის ღრუბლისასა, ნერგი ძლიერი დაამდაბლოს.
|
6 |
გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე
კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი
ღვინით. |
6 |
და უყოს უფალმან საბაოთ მთასა ამას ზედა ყოველთა ნათესავთა სასუმელი
ჴმანელობათა, სასუმელი თხლეთა; სუმიდენ მხიარულებით, სუმიდენ ღჳნოსა, იცხებდენ
მირონთა, |
7 |
გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს,
ხალხებს რომ ბურავთ. |
7 |
და მოეცნენ მთასა ამას შორის განცემასა; მიეც ესე ყოველთა
წარმართთა, რამეთუ ზრახვა ესე ყოველთა მიმართ წარმართთა |
8 |
შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი
ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა
ბრძანა. |
8 |
შთანთქნა სიკუდილმან და შეუძლო და კუალად ღმერთმან მოსპო ყოველი
ცრემლი ყოვლისაგან პირისა; ყუედრება ერისა მისისა მოსპო ყოვლისაგან ქუეყანისა,
რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ. |
9 |
იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და
გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით! |
9 |
და თქუა უფალმან მას დღესა: აჰა, უფალი, ღმერთი ჩვენი, რომლისა
მიმართ მოსავ ვართ. და მხიარულ ვართ მაცხოვარებისა ჩუენისა ზედა, რამეთუ ესე არს
უფალი, რომლისა არს მოლოდება. ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ მაცხოვარებასა ჩუენსა.
|
10 |
რადგან დაადგრება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი თავის
ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე. |
10 |
და ვიშუებთ, რამეთუ განსუენება მოსცეს ღმერთმან მთისა ამის ზედა; და
დაითრგუნოს მოაბელაჲ ადგილსა შინა თჳსსა, ვითარსახედ დასთრგუნვენ კალოსა ურემთა
ზედა. |
11 |
ხელებს გაშლის მის შუაგულში, როგორც მოცურავე შლის საცურაოდ ხელებს,
მაგრამ დასცემს უფალი მის სიამაყეს მისი ხელის ხრიკებთან ერთად. |
11 |
და აღიხუნეს ჴელნი თჳსნი, ვითარ განჰმარტებს მბანელი საცურავად.
ვითარსახედ მანცა დაამდაბლა წარსაწყმედელად, ეგრეთ დამდაბლდეს და დაამდაბლოს გინება
მისი, რომელთა ზედა მიყვნა ჴელნი. |
12 |
ჩამოაქცევს, დაამხობს შენი გალავნის მაღალ ბურჯებს, მიწასთან
გაასწორებს. |
12 |
და სიმაღლე მისალტოლველისა სახლისა შენისასა დაამდაბლოს და შთავიდეს
ვიდრე იატაკადმდე, ვიდრე მტუერამდე. |