1 |
იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას
დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად. |
1 |
მას დღესა შინა გალობდენ გალობასა ამას ქვეყანასა ზედა იუდაჲსსა მეტყუელნი: აჰა,
ქალაქი მტკიცე და საცხოვნებელი ჩუენი, მოსდგას ზღუდე და გარეზღუდე. |
2 |
გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის
შემნახველი! |
2 |
განახუენით ბჭენი, შევედინ ერი დამცველი სიმართლისა
|
3 |
ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
|
3 |
და დამცველი ჭეშმარიტებისა, შემწე სიმართლისა და დამცველი
მშჳდობისა, |
4 |
მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
|
4 |
რამეთუ შენდამი, უფალო, ვესევდით ვიდრე საუკუნოსამდე. ღმერთმან
დიდმან საუკუნემან, |
5 |
რადგან დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი,
მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა. |
5 |
რომელმან დამდაბლებით შთაიყვანენ დამკჳდრებულნი მაღალთა შინა,
ქალაქთა მტკიცეთა შთაამჴობ და შთაიხუამ, ვიდრე იატაკამდე. |
6 |
თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები. |
6 |
და დასთრგუნვიდენ მათ ფერჴნი მშჳდთანი და მდაბალთა კუალნი
დავრდომილთანი. |
7 |
სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს. |
7 |
გზა კეთილ მსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილ მსახურთა,
|
8 |
შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და
შენს სახსენებელს ელტვოდა სული. |
8 |
რამეთუ გზა უფლისაჲ განკითხვა. ვესევდით სახელისა მიმართ შენისა და
საჴსენებელისა მიმართ, რომლისა გულისმთქუმელ იყო სული ჩემი. |
9 |
ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს
გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე
ისწავლეს. |
9 |
ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ
არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
|
10 |
შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის;
იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს. |
10 |
რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა
ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ.
|
11 |
უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი
შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები. |
11 |
უფალო! მაღალ შენი მკლავი და არა იცოდეს, ხოლო მცნობელნი სირცხჳლეულ
იქმნენ. შურმან მიიღოს ერი უსწავლელი. და აწ ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი.
|
12 |
უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს. |
12 |
უფალო, ღმერთო ჩვენო! მშჳდობა მომეც ჩუენ, რამეთუ ყოველნი მომაგენ ჩუენ.
|
13 |
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვა მეუფენი გვბატონობდნენ,
მაგრამ მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს. |
13 |
უფალო, ღმერთო ჩუენო! მომიგენ ჩუენ, უფალო, თჳნიერ შენსა სხვა არა
ვიცით, სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ, |
14 |
მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან,
რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე. |
14 |
ხოლო მკუდართა სიცოცხლე არა იხილონ, არცა მკურნალთა არა ვერ
აღადგინონ. ამისთჳს მოჰჴადე და წარსწყმიდე და აღიღე ყოველი წული მათი. |
15 |
შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი!
განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები. |
15 |
დაჰრთენ მათ ძჳრნი, უფალო! დაჰრთენ ძჳრნი დიდებულთა ქუეყანისათა და
დართენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. |
16 |
უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი
უმზადებდი სასჯელს. |
16 |
უფალო, ჭირსა შინა მოგიჴსენეთ შენ. ჭირსა შინა მცირესა, ანუ წურთა
შენი ჩვენდა. |
17 |
როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან,
ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე! |
17 |
და ვითარცა ლმობილი მიეახლებინ შობად და სალმობასა მისსა ზედა
ღაღადებნ, ეგრეთ ვექმნენით საყვარელსა შენსა შიშისა შენისათჳს, უფალო! |
18 |
მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა
ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი. |
18 |
შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა
შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი
ქუეყანასა ზედა. |
19 |
გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და
იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა
ქვეყანაზე მოაფენ მას. |
19 |
აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის
ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა
დაეცეს. |
20 |
წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი.
მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. |
20 |
აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰჴშენ კარნი შენნი.
დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარჴდეს რისხვა უფლისაჲ, |
21 |
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა
დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის
დახოცილებს. |
21 |
რამეთუ, აჰა, უფალი წმიდისაგან ადგილისა მოაწევს რისხვასა მისსა
დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისა შორის, მოხილვად უშჯულოებასა დამკჳდრებულთა
ქუეყანისათასა ძჳნად მათდა და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი მისი, და არა დამალნეს
მოკლულნი მერმე. |