1 |
შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს; მცირედი სიბრიყვე უფრო
ძვირფასია ზოგჯერ, ვიდრე სიბრძნე და დიდება. |
|
|
2 |
ბრძენს გული მარჯვნივ აქვს, ბრიყვს - მარცხნივ. |
|
|
3 |
სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება,
რომ ბრიყვია. |
|
|
4 |
თუ თავს დაგატყდა უფროსის რისხვა, შენს ადგილს ნუ მიატოვებ, რადგან
თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება. |
|
|
5 |
არის სიბოროტე კიდევ, მზისქვეშ რომ ვიხილე: თითქოს მბრძანებლისაგან
მომდინარე შეცდომა იყოს. |
|
|
6 |
სიბრიყვე განდიდდა მეტად, ხოლო მდიდრები დაბლა სხედან. |
|
|
7 |
ვნახე მონები, ცხენებზე მსხდარნი, ხოლო მთავარნი მონებივით ფეხით
მავალნი. |
|
|
8 |
ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის დამანგრეველს
გველი დაშხამავს. |
|
|
9 |
ვინც ქვებს მიათრევს, წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე
დაასახიჩრებს. |
|
|
10 |
ცული თუ დაგიჩლუნგდა და არ გალესე, ზედმეტი ძალა დაგადგება; ჭკუით
უნდა წარმართო საქმე. |
|
|
11 |
თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის. |
|
|
12 |
ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს. |
|
|
13 |
მისი სიტყვების დასაბამი სიბრიყვეა, ხოლო შედეგი - ავი სიშლეგე.
|
|
|
14 |
ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ
აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება? |
|
|
15 |
ბრიყვს დაჰქანცავს თავისი შრომა, რადგან მან არ იცის ქალაქისკენ
მიმავალი გზა. |
|
|
16 |
ვაი, შენდა, ქვეყანავ, ბავშვი რომ გიზის მეფედ და შენი დიდებულები
დილიდანვე რომ იწყებენ ჭამას! |
|
|
17 |
ბედნიერი ხარ, ქვეყანავ, რომ შენი მეფე არავის ჰმონებს და შენი
დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ, ძალთა მოკრებად, არა სალხინოდ! |
|
|
18 |
სიზარმაცისგან ჭერი ჩამოიქცევა, გულხელდაკრეფისგან წყალი ჩამოვა
სახლში. |
|
|
19 |
სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარული ავსებს სიცოცხლეს,
ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს. |
|
|
20 |
შენ ფიქრშიც კი ნუ აგინებ მეფეს, საწოლ ოთახშიაც ნუ აგინებ
დიდებულს: რადგან ცის ფრინველი წაუღებს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს სიტყვას. |
|
|