1 |
ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას
მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი
წლით ადრე. |
1 |
სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი
იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა
იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა
ძრვისა. |
2 |
თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან;
ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი. |
2 |
და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და
იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ |
3 |
სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან
რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს. |
3 |
და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და ოთხთა ზედა
არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა რკინისათა მუცელქუმულთა
გალაადთასა. |
4 |
ცეცხლს შევუნთებ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის
დარბაზებს. |
4 |
და მივავლინო ცეცხლი სახიდ აზაელისა და შეჭამნეს საფუძველნი ძისა
ადერისნი. |
5 |
დავლეწავ დამასკოს ურდულებს, ამოვძირკვავ ავენის ხეობის მკვიდრთ და
ედენის სახლის კვერთხისმპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში, ამბობს უფალი.
|
5 |
და შევმუსრნე მოქლონნი დამასკოსანი, და მოვსრნე დამკჳდრებულნი
ველისაგან ონისსა, და მოვჭრა ტომი კაცთაგან ქარრანისათა. და წარმოიტყუენოს ერი
ასურეთისაჲ, ურჩეულესი წოდებული, -- იტყჳს უფალი. |
6 |
ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვაპატიებ ღაზას, მეოთხეს აღარ
ვაპატიებ, რადგან დედაბუდიანად გადახვეწეს ისრაელი, რომ ედომს დარჩენოდა ქვეყანა.
|
6 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და ოთხთა ზედა არ
გარემივექცე მათ ტყუექმნისათჳს მათგან ტყუესა სალომისსა, შეყენებად იდუმიაჲსსა.
|
7 |
ცეცხლს წავუკიდებ ღაზის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის
დარბაზებს. |
7 |
გამოვავლინო ცეცხლი ზღუღეთა ზედა ღაზისათა და შეჭამნეს საფუძველნი
მისნი. |
8 |
ამოვძირკვავ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს;
ყეკრონზეც შევმართავ ხელს და საბოლოოდ გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი, ამბობს
უფალი. |
8 |
და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტით. და აღებულ იქმნეს ტომი
ასკალონისაგან და მივაწიო ჴელი ჩემი აკკარონს ზედა. და წარწყმდენ ნეშტნი
უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი, |
9 |
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ტვიროსს, მეოთხეს აღარ
ვაპატიებ, რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს, აღარ გაიხსენეს ძმური აღთქმა.
|
9 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა
არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ
მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა |
10 |
ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის
დარბაზებს. |
10 |
და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა ტჳრისისათა და შეჭამნეს
საფუძველნი მისნი |
11 |
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ
ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ
ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში. |
11 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა იდუმეაჲსათა და ოთხთა ზედა
არ გარემივექცე მათ დევნისათჳს მათისა მახჳლითა ძმასა თჳსსა, და განრყუნა საშო
ქუეყანისაგან და განჰმზადა საწამებელად კართობაჲ მისი და მემართებაჲ მისი დაიცვა
საძლეველად. |
12 |
ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
|
12 |
და გამოვავლინო ცეცხლი თემანისად და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა
მისთანი |
13 |
ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვარტიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ
ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი
საზღვრები. |
13 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა ამმონისთა, და ოთხთა
ზედა არ მარემივექცე მათ მის წილ, რომელ განაპებდეს მუცელქმნულთა გალადელთასა, რათა
განივრცნენ საზღუარნი მათნი. |
14 |
ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის
დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს. |
14 |
და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა რავვაჲსათა და შეჭამნეს საფუძველნი
მისნი ღაღადებისა თანა დღესა ბრძოლისასა და შეიძრას დღესა შინა დასასრულისა
მისისასა. |
15 |
ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი. |
15 |
და წარვიდენ მეფენი მათნი ტყუეობად, მღდელნი მათნი და მთავარნი
მათნი ერთბამად,-იტყჳს უფალი. |