1 |
შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას.
|
1 |
ხოლო შენ იტყოდე, რომელი შუენის სიცოცხლისა მას მოძღურებასა: |
2 |
ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი. |
2 |
ხუცესნი ფრთხილ იყვნედ, ღირს, წმიდა, ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა, მოთმინებითა; |
3 |
ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი, |
3 |
მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ, |
4 |
რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი, |
4 |
რაჲთა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე, |
5 |
კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. |
5 |
წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელ, სახიერ, დამორჩილებულ თჳსთა ქმართა, რაჲთა არა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იგმობვოდის. |
6 |
ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ. |
6 |
ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაჲთა წმიდა იყვნენ. |
7 |
ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე; |
7 |
ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას შინა უხრწნელებაჲ, ღირსებაჲ, განურყუნელობაჲ, |
8 |
შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე. |
8 |
სიტყუაჲ ცოცხალი, უგმობელი, რაჲთა წინააღმდგომსა მას ჰრცხუენოდის და რაჲთა არა აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა. |
9 |
მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; |
9 |
მონანი თჳსთა უფალთა დაემორჩილნედ და ყოველსა შინა სათნო ეყვნედ, ნუ სიტყჳს-მგებელ. |
10 |
ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება. |
10 |
ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებედ კეთილსა, რაჲთა მოძღურებაჲ იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ შეამკონ ყოვლითა. |
11 |
რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, |
11 |
რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა |
12 |
ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, |
12 |
სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა |
13 |
და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, |
13 |
და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, |
14 |
რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე. |
14 |
რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ურჩულოებისა და განმწმიდნეს თავისა თჳსისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა საქმეთა. |
15 |
ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს. |
15 |
ამას ეტყოდე და ნუგეშის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა, ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ. |