photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

არმაზის ციხე

00:04:09
Просмотры: 1 დაამატა: kiborg
:

არმაზი მცხეთისა — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ღვთისშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კმ-ზე, არმაზისხევში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესიაა, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერის მიხედვით (დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულია 1150-1178 წლებს შორის, დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები.

არმაზის ციხე - არმაზის ციხე, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3-4 კილომეტრშია. არმაზისხევის პიტიახშთა სასახლის ნაშთებიდან არის გადასასვლელი ბილიკი არმაზისკენ. ციხემდე გვხვდება არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი (იხილეთ ზემოთ), რომლიდანაც წყაროს ზევით მიდის ბილიკი მთავარ ციხემდე. ის ერთ-ერთ მაღალ მთაზე არის აშენებული. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ძლიერ დაზიანებულია, თუმცა კოშკი უკეთაა გადარჩენილი. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილშია. მას გეგმაში კუთხეებმომრგვალებული სამკუთხედის ფორმა აქვს. სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. პირველი სართული ყრუა, ხოლო მეორე სართულის დონეზე სარკმლებია გადარჩენილი. მესამე სართულიდან მხოლოდ კედლის ქვედა ნაწილია გადარჩენილი

: Русский
: 00:04:09
ავტორი: Irakli Kakoishvili
სულ კომენტარები: 0
avatar