1 |
გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი |
2 |
გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს. |
2 |
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი
საკჳრველებაჲ შენი, |
3 |
ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
|
3 |
ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.
|
4 |
ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან
შენს წინაშე. |
4 |
რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ
პირისაგან შენისა. |
5 |
რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე,
სიმართლის მსაჯულო. |
5 |
რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა,
მსაჯულო სიმართლისაო. |
6 |
განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი
უკუნისამდე. |
6 |
შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე
უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
7 |
მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები,
მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება. |
7 |
მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა
საჴსენებელი მათი ღაღადებით; |
8 |
ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი
ტახტი. |
8 |
და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი
თჳსი. |
9 |
და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
|
9 |
და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი
სიწრფოებით. |
10 |
უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს. |
10 |
ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
|
11 |
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ,
უფალო, შენს მაძიებლებს. |
11 |
და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა
დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. |
12 |
უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს. |
12 |
უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით
წარმართთა შორის საქმენი მისნი. |
13 |
რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს
ტვირთმძიმეთა გოდებას. |
13 |
რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა
ღაღადებაჲ დავრდომილთა. |
14 |
შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე
სიკვდილის კარიბჭიდან. |
14 |
მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, |
15 |
რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა,
ვილხინო შენმიერი შველით. |
15 |
რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე
ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; |
16 |
ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი
ფეხი. |
16 |
ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი
განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი
მათი. |
17 |
ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით
დაგებულ მახეში. სელა. |
17 |
განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა
შეიპყრა ცოდვილი. |
18 |
დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
|
18 |
მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა
დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ. |
19 |
სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული -
უპოვართა იმედი. |
19 |
რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა დავრდომილთა არა
წარწყმდეს სრულიად. |
20 |
აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს
წინაშე. |
20 |
აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
|
21 |
უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები
არიან ისინი. სელა. |
21 |
დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა,
რამეთუ კაცნი არიან. |
|
|
|
ფსალმუნი 10 |
22 |
რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს. |
1 |
რადმე, უფალო, დასდეგ შორს და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამთა ოდენ ჭირისასა?
|
23 |
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან
მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. |
2 |
ამპარტავანებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი; შეპყრობილ იყვნენ
იგინი ზრახვათა მათთგან, რომელთაცა ზრახვენ. |
24 |
რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების
მოყვარული უარყოფს უფალს. |
3 |
რამეთუ იქებინ თავით თჳსით ცოდვილი გულისთქუმათა შინა სულისა
თჳსისათა და უღმრთოჲ იკურთხევინ. |
25 |
ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს
ღმერთი. |
4 |
განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულისწყრომითა მისითა არა
გამოიძიოს; |
26 |
გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი
სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს. |
5 |
არა არს ღმერთი წინაშე მისსა. ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე
ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა
ზედა იგი ეუფლებინ. |
27 |
თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ
შემხვდება სიავე". |
6 |
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე
თჳნიერ ძჳრისა. |
28 |
მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე
და უკუღმართობაა. |
7 |
წყევითა და სიმწარითა და ზაკვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა
ქუეშე არს შრომაჲ და სალმობაჲ. |
29 |
ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი
თვალები საწყლებს უთვალთვალებენ. |
8 |
დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოსა;
|
30 |
დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს
მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში. |
9 |
თუალნი მისნი გლახაკსა ხედვენ; მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი
საყოფელსა თჳსსა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა; |
31 |
მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს. |
10 |
მახითა თჳსითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს
ეუფლებოდის იგი გლახაკსა. |
32 |
თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს
აღარასოდეს". |
11 |
რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი
არახილვად სრულიად. |
33 |
აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს. |
12 |
აღდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ
გლახაკთა შენთა სრულიად. |
34 |
რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
|
13 |
რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? _ რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა:
არა გამოიძიოს. |
35 |
უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო
გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
|
14 |
ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა
შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე. |
36 |
გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება
და ვერ იპოვონ. |
15 |
შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა
იპოვოს. |
37 |
უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი
ქვეყნიდან. |
16 |
უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ
წარმართნი ქუეყანით მისით. |
38 |
უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ
ყური; |
17 |
ნებაჲ გლახაკთა ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა
ყური შენი, |
39 |
გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ
ქვეყანაზე. |
18 |
განკითხვად ობოლისა და გლახაკისა, რათა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა
მდიდრად სიტყუაჲ ქუეყანასა ზედა. |