1 |
გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს: |
1 |
ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.
|
2 |
უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა
მდევნელისაგან და გადამარჩინე. |
2 |
უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა
ჩემთაგან მიჴსენ მე. |
3 |
რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს
მხსნელი. |
3 |
ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ
ჩემდა, არცა მაცხოვარ. |
4 |
უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი
ხელიდან, |
4 |
უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა
ჩემთა, |
5 |
თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე
თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, - |
5 |
ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი,
გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი; |
6 |
დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე
დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა. |
6 |
დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად
ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს. |
7 |
აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე,
გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად. |
7 |
აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და
განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ. |
8 |
გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
|
8 |
და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად მოიქეც.
|
9 |
უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და
უბიწოებით, რომელიც ჩემშია. |
9 |
უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და
უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო. |
10 |
შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და
ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო! |
10 |
აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და
თირკმელთა, ღმერთო მართალო. |
11 |
ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს. |
11 |
შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
|
12 |
ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
|
12 |
ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის
რისხვა მისი მარადღე. |
13 |
მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
|
13 |
არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს
და განუმზადებიეს იგი; |
14 |
მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს
მდევნელთა მიმართ. |
14 |
და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი
შესაწველთათჳს ქმნნა. |
15 |
აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
|
15 |
აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უსჯულოებაჲ.
|
16 |
ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ
ჩავარდა. |
16 |
ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას,
რომელცა ქმნა. |
17 |
მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე
დაეცემა. |
17 |
მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა
ზედა დაუჴდეს. |
18 |
ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
|
18 |
აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა
მაღლისასა. |