1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
2 |
რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა
ბათ-შებაყთან შევიდა. |
2 |
რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაწარმეტყუელი, ოდეს-იგი
შეეიდა ბერსაბესა, ჰურიაჲს ცოლისა |
3 |
შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი
შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. |
3 |
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა
მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. |
4 |
მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
|
4 |
უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან
განმწმიდე მე. |
5 |
რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
|
5 |
რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს
მარადის. |
6 |
შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ
მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში. |
6 |
შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განჰმართლდე
სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. |
7 |
აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი. |
7 |
რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე
დედამან ჩემმან. |
8 |
აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
|
8 |
რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი
სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. |
9 |
მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად
გავსპეტაკდები. |
9 |
მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა
განვსპეტაკნე. |
10 |
მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ
დათრგუნე. |
10 |
მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი
დამდაბლებულნი. |
11 |
სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე. |
11 |
გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი
ჩემნი აჴოცენ. |
12 |
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს
სხეულში. |
12 |
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე
გუამსა ჩემსა. |
13 |
ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს. |
13 |
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
|
14 |
დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე. |
14 |
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა
დამამტკიცე მე. |
15 |
ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
|
15 |
ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
|
16 |
მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას
შეასხამს შენს სიმართლეს. |
16 |
მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს
ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. |
17 |
უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას. |
17 |
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა
შენსა. |
18 |
რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ
ინებებ. |
18 |
რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ
საკუერთხი არა გთნდეს. |
19 |
შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის
გული არ დაამცირო, ღმერთო. |
19 |
მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და
დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. |
20 |
კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
|
20 |
კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი
იერუსალიმისანი. |
21 |
მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად
დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს. |
21 |
მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი;
მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი. დიდება
|