1 |
დავითის ფსალმუნი სალამურზე, გუნდის ლოტბარისათვის. |
1 |
დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის |
2 |
ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას. |
2 |
სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,
|
3 |
ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს
მიმართ ვლოცულობ. |
3 |
მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო;
|
|
|
4 |
რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო. |
4 |
უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები
შენთვის და დაგელოდები. |
5 |
განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო
შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ; |
5 |
რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ
დაისადგურებს შენთან. |
6 |
არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე
თუალთა შენთა; |
6 |
ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც
უსამართლობის ჩამდენია. |
7 |
მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ
ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.
|
7 |
შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი
წავლენ შენგან. |
|
|
8 |
ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს
წმიდა ტაძარს შენდამი შიშით. |
8 |
ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა,
თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. |
9 |
უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე
შენი გზა ჩემს წინაშე. |
9 |
უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე
შენ წინაშე გზაჲ ჩემი. |
10 |
რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა,
მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ. |
10 |
რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,
|
11 |
განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი
ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ, |
11 |
სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ
იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა
მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო. |
12 |
და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე;
და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს. |
12 |
და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და
დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
|
13 |
რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც
ჯავშნით. |
13 |
რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა
გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ. |