1 |
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა
ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე. |
1 |
ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე
დასავალადმდე. |
2 |
სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი. |
2 |
სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისა.
|
3 |
მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და
მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. |
3 |
ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის
წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავქარი ფრიად. |
4 |
გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
|
4 |
მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა.
|
5 |
შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან
შესაწირავზე. |
5 |
და შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქმისა
მისისანი საკუერთხთა ზედა. |
6 |
და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი.
სელა. |
6 |
და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.
|
7 |
ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ.
მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი. |
7 |
ისმინე, ერო ჩემო, და გეტყოდი შენ; ისრაჱლო, და გაწამო შენ; ღმერთი
შენი ვარი მე. |
8 |
მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის
ჩემს წინაშეა. |
8 |
არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი
ჩემ წინაშე არიან მარადის. |
9 |
არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
|
9 |
არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან
ვაცთა; |
10 |
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. |
10 |
რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი
პირუტყჳ; |
11 |
ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს
წინაშე არიან. |
11 |
ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა
არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.
|
12 |
თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
|
12 |
|
13 |
ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ? |
13 |
ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა? |
14 |
მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი. |
14 |
შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი
შენნი. |
15 |
და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
|
15 |
და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჴსნა შენ და შენ მადიდო
მე. |
16 |
ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს
ჩემი პირობა? |
16 |
ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ
სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქმასა ჩემსა პირითა შენითა? |
17 |
შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები. |
17 |
შენ, ეგერა, მოიძულე სწავლებაჲ და განაშორენ და განსთხიენ სიტყუანი
ჩემნი. |
18 |
როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს
წილი. |
18 |
იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი
შენი. |
19 |
პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
|
19 |
პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაჲ და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა.
|
20 |
დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას
ცდილობ. |
20 |
შჯდი რაჲ, ძმისა შენისათჳს ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა
დასდვი საცთური. |
21 |
ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ;
გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ. |
21 |
ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უსჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ
გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. |
22 |
ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ
გიშველით. |
22 |
გულისჴმა-ყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაჲ; ნუუკუე
წარგიტაცნეს და არა ვინ იყო მჴსნელ თქუენდა. |
23 |
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება,
მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას". |
23 |
მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო
მას მაცხოვარებაჲ ჩემი. |