1 |
გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი |
2 |
ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა
მცხოვრებო, |
2 |
ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა,
რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა. |
3 |
უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად. |
3 |
ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და
გლახაკნი. |
4 |
ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
|
4 |
პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი
გულისჴმის-ყოფასა. |
5 |
ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას, |
5 |
მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობლითა იგავი ჩემი.
|
6 |
რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს
შემომეხვევა? |
6 |
რაჲსათჳს მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უსჯულოებამან სლვათა
ჩემთამან გარემომიცვას მე? |
7 |
თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ. |
7 |
რომელნი ესვენ ძალსა თჳსსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თჳსისასა
იქადიან, |
8 |
ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის
გამოსასყიდს. |
8 |
ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან? არა მისცეს ღმერთსა საჴსარი
თავისა თჳსისა. |
9 |
ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე. |
9 |
და სასყიდელი საჴსრად სულისა თჳსისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე,
|
10 |
რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი. |
10 |
და ცხოვნდეს სრულიად. |
11 |
რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად
იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ. |
11 |
არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად.
ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი. |
12 |
გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან
თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს. |
12 |
და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი
თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა. |
13 |
ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ
პირუტყვს. |
13 |
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა
უგუნურთა და მიემსგავსა მათ. |
14 |
ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.
|
14 |
ესე გზაჲ არს საცთურებისა მათისა მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად
პირითა მათითა სათნო-იყონ. |
15 |
ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი
წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი
სადგომი; |
15 |
ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნენ და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ;
და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნა მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა
მათისაგან განვარდენ. |
16 |
ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს.
სელა. |
16 |
ხოლო ღმერთმან იჴსნეს სული ჩემი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს
შემიწყნარებდეს მე. |
17 |
არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის
დიდება. |
17 |
ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი
სახლისა მისისა; |
18 |
რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი
დიდება. |
18 |
რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს
დიდებაჲ მისი მის თანა. |
19 |
თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ
იმისათვის, რომ კეთილს იზამ. |
19 |
რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ,
რაჟამს კეთილი უყო მას. |
20 |
მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
|
20 |
შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე
ნათელი არა იხილოს. |
21 |
ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია
დასაკლავ პირუტყვს. |
21 |
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა
უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდება |