1 |
ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. |
1 |
ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა |
2 |
დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
|
2 |
დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა
მთასა წმიდასა მისსა. |
3 |
ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ
მხარეს ქალაქია დიდი მეფისა. |
3 |
ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი,
გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა. |
4 |
ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე. |
4 |
ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.
|
5 |
რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად. |
5 |
რამეთუ, ესერა, მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.
|
6 |
ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ. |
6 |
მათ იხილეს ესრეთ და დაუკჳრდა, შეშფოთნეს, შეირყინეს; |
7 |
ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით. |
7 |
და ძრწოლამა შეიპყრნა იგინი; |
8 |
აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი. |
8 |
მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნეს ნავნი
თარშისანი. |
9 |
როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის
ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა. |
9 |
ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთასა, ქალაქსა
ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. |
10 |
ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში. |
10 |
შევიწყნარეთ წყალობაჲ შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. |
11 |
ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის
კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა. |
11 |
ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაჲ შენი ყოველთა კიდეთა
ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. |
12 |
დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი
სამართლის გამო; |
12 |
იხარებდინ მთაჲ სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა
შვნთათჳს, უფალო. |
13 |
ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი
კოშკები. |
13 |
მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის
მისსა. |
14 |
გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ
მომავალ თაობას. |
14 |
დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ ტაძრები
მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. |
15 |
რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის
წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე. |
15 |
რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და
ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე. |