1 |
გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა.
|
1 |
დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ
საყუარელისა |
2 |
აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი -
მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა. |
2 |
აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე
საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა. |
3 |
ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ
გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე. |
3 |
შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა;
ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე. |
4 |
წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
|
4 |
შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო, |
5 |
და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა
და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი. |
5 |
შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე
და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ
საკჳრველად მარჯუენე შენი. |
6 |
შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში
ერჭობიან მეფის მტრებს. |
6 |
ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა
მტერნი მეუფისანი. |
7 |
ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია
კვერთხი შენი მეუფებისა. |
7 |
საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და
კუერთხი სუფევისა შენისა. |
8 |
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა,
შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს. |
8 |
შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ
ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა.
|
9 |
მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის
დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ. |
9 |
მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან
პილოსძუალისათა გახარეს შენ. |
10 |
მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა
დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული. |
10 |
ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა,
სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად. |
11 |
მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი
შენი და სახლი მამაშენისა. |
11 |
ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი
და სახლი მამისა შენისა; |
12 |
და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და
თაყვანი ეცი მას. |
12 |
და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს
უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას |
13 |
და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის
მდიდარნი. |
13 |
და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ
მდიდარნი ერისანი. |
14 |
მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
|
14 |
ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა
შემკულ არს |
15 |
მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი
მისნი მოჰყავთ შენთან. |
15 |
და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად
მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. |
16 |
მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში. |
16 |
მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა
მეუფისასა. |
17 |
შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ
მთავრებად მთელ დედამიწაზე. |
17 |
მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად
ყოველსა ქუეყანასა ზედა. |
18 |
გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას
შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე. |
18 |
მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ
შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |