1 |
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება. |
1 |
დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს |
2 |
ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა
საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში. |
2 |
ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა
გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.
|
3 |
შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე
ერები და განდევნე. |
3 |
ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ
ერთა და განასხენ იგინი. |
4 |
ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ
დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა,
რადგან მათდამი კეთილგანეწყვე. |
4 |
რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან
მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან
პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. |
5 |
შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს. |
5 |
შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე
ცხორებაჲ იაკობისი. |
6 |
შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც
აღდგება ჩვენს წინააღმდეგ. |
6 |
შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა
შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. |
7 |
რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ
დამიხსნის. |
7 |
რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს
მე. |
8 |
არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს
შეარცხვენ. |
8 |
რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა
ჩუენთა არცხჳნე. |
9 |
ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე.
სელა. |
9 |
ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ
უკუნისამდე. |
10 |
მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს
მხედრობასთან. |
10 |
ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად
ჩუენდა. |
11 |
უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ. |
11 |
მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი
მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. |
12 |
მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს
შორის. |
12 |
მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის
განმთესენ ჩუენ. |
13 |
გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე. |
13 |
მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისა.
|
14 |
მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ
მყოფთ. |
14 |
მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.
|
15 |
იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს
შორის. |
15 |
მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.
|
16 |
ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს |
16 |
მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს |
17 |
შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის
პირისაგან. |
17 |
და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან
მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. |
18 |
ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ
გაგვიმრუდებია შენი აღთქმა. |
18 |
ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა
ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი |
19 |
არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი
გზიდან. |
19 |
და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. |
20 |
როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის
ჩრდილი. |
20 |
რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ
აჩრდილმან სიკუდილისამან. |
21 |
ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა
უცხო კერპებისთვის, |
21 |
უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრნეთ
ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა, |
22 |
განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი
გულისა. |
22 |
არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლო გულისა.
რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი
კლვადნი. |
23 |
ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ
ცხვრად. |
|
|
24 |
გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ
მიგვატოვებ. |
23 |
განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.
|
25 |
რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?
|
24 |
რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და
ჭირსა ჩუენსა? |
26 |
რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი
მუცელი. |
25 |
რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი
ჩუენი. |
27 |
აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.
|
26 |
აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.
|