photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 42


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.

1

მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და მზაკუარისაგან მიჴსენ მე.

2 რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა? 2 რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე ჭირითა მტერისათა?
3 გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან. 3 გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა.
4 და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო! 4 და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო!
5 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს. 5 რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდება

 

კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 759 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar