1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
2 |
ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას
უფალი. |
2 |
ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და
დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან. |
3 |
უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და
არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ. |
3 |
უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა
ზედა, და არა მისცეს იგი ჴელთა მტერთა მისთასა. |
4 |
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს
შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს. |
4 |
უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი
სარეცელი მისი გარემიაქციე არაძლებასა შინა მისსა. |
5 |
ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.
|
5 |
მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე
შენდა. |
6 |
ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი
სახელი". |
6 |
მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს
სახელი მისი. |
7 |
და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს
თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება. |
7 |
და შემო-თუ-ვიდეს ხილვად, ამაოსა იტყჳნ; გულმან მისმან შეიკრიბა
უსჯულოებაჲ თავისა თჳსისა; გარეგანვიდის გარე, და მასვე იტყჳნ. |
8 |
ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს
ფიქრობენ ჩემზე. |
8 |
ჩემთჳს ცუნდრუკობდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთჳს ზრახვიდეს
ბოროტსა. |
9 |
სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება. |
9 |
სიტყუაჲ უსჯულოებისა დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ
შესძინოსა აღდგომა? |
10 |
ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც
ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ. |
10 |
და რამეთუ ამანცა, კაცმან მშჳდობისა ჩემისამან, რომელსა-იგი მე
ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი. |
11 |
ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.
|
11 |
არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ.
|
12 |
ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე. |
12 |
ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ
ზედა. |
13 |
და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ
სამარადისოდ. |
13 |
ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე
უკუნისამდე. |
14 |
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ,
ამინ! |
14 |
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა ამიერითგან და უკუნისამდე!
იყავნ, იყავნ! |