photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 4


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი.

1

დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი დავითის

2 მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა. 2 ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა.
3 შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა. 3 ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა?
4 უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას. 4 გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
5 ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა. 5 განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
6 შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ. 6 შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი?
7 მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო! 7 გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა,
8 შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას. 8 ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
9 მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად. 9 მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო,
    10 რამეთუ შენ, უფალმან, მხოლო სასოებით დამამკჳდრე მე.

 

  
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 1112 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar