1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
2 |
მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
|
2 |
თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე |
3 |
და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა
კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები. |
3 |
და ისმინა ლოცვისა ჩემისა. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან
გლახაკებისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და
წარჰმართნა სლვანი ჩემნი. |
4 |
და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი
ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს. |
4 |
და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ
მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა. |
5 |
ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს
კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ. |
5 |
ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაჲ სასო მისა არს და არა
მიხედნა ამავოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა. |
6 |
ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და
ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ;
მრავალია და ძნელია სათქმელად. |
6 |
მრავალ-ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, საკჳრველი შენი, და
განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე, და განმრავლდეს
უფროს რიცხჳსა. |
7 |
მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი
და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; |
7 |
შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე;
საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე. |
8 |
მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე. |
8 |
მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს.
|
9 |
შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს
გულშია. |
9 |
ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუვა
მუცელსა ჩემსა. |
10 |
სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ
მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი. |
10 |
ვახარე სიმართლე შენი ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა, ესერა, ბაგენი
ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი; |
11 |
შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე
ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
|
11 |
სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაჲ შენი და მაცხოვარებაჲ
შენი ვთქუ, არა დავფარე წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი კრებულსა შორის
დიდძალსა. |
12 |
შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი
ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე. |
12 |
ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემთაგან;
წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე. |
13 |
რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ
ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და
გულმა მიმატოვა. |
13 |
რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთა არა არს რიცხჳ; მეწინეს მე
უსჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროს თმათა თავისა
ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე. |
14 |
ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
|
14 |
გთნდინ, უფალო, ჴსნა ჩემი. უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ.
|
15 |
დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს,
უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს; |
15 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა
მიღებად მას; მართლუკუნიქცენ და სირცჳლეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი.
|
16 |
დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო! |
16 |
მიღებად მეყსეულად სირცხჳლი მათი, რომელნი მეტყოდეს: მე ვაშა, ვაშა!
|
17 |
გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი
შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი. |
17 |
იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ,
უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
|
18 |
ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და
მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ. |
18 |
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი; უფალმან იღუაწოს ჩემთჳს; შემწე
და მჴსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდება
|