1 |
ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი. |
1 |
ფსალმუნი დავითისი, მოსაჴსენებელად შაბათთა |
2 |
უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ
დამსჯი. |
2 |
უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა
რისხვითა შენითა მსწავლი მე. |
3 |
რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
|
3 |
რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ჴელი
შენი. |
4 |
არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის
მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო. |
4 |
არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს
მშჳდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთასა; |
5 |
რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით
დამძიმდნენ ჩემგან. |
5 |
რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი
მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. |
6 |
აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო. |
6 |
შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა
ჩემისა; |
7 |
წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
|
7 |
დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
|
8 |
რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი
ჩემს სხეულში. |
8 |
რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნება
ჴორცთა ჩემთა. |
9 |
დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის
სატკივრით. |
9 |
შევბოროტენ და დავმდაბლდი ვიდრე ფრიად, ვჴმობდ სულთქმითა გულისა
ჩემისათა. |
10 |
უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ
არის შენგან. |
10 |
უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულისთქმა ჩემი, და სულთქმა ჩემი
შენგან არა დაეფარა. |
11 |
ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც
ის არის ჩემთან. |
11 |
გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა
ჩემთა, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. |
12 |
ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი
ახლობლები შორს გამიდგნენ. |
12 |
მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და
დადგეს, და მახლობელნი ჩემნი შორს განდგეს ჩემგან. |
13 |
მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს,
და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ. |
13 |
და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს ძჳრსა
ჩემსა, იტყოდეს ამაოებასა და ზაკვასა მარადღე ზრახვიდეს. |
14 |
მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ
აღებს. |
14 |
ხოლო მე ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა
აღაღის პირი თჳსი; |
15 |
და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ
გააჩნია პასუხი. |
15 |
და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა
სიტყუაჲ. |
16 |
რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
|
16 |
არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო
ჩემო. |
17 |
რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა,
გაბატონდებიან ჩემზე. |
17 |
რამეთუ ვთქუ: ნუ სადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა
ფერჴთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. |
18 |
რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა
მუდამ. |
18 |
რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს
მარადის. |
19 |
რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე. |
19 |
რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა
ჩემისათჳს. |
20 |
ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ
მოძულენი. |
20 |
აწ, ესერა, მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროს;
და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; |
21 |
კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს
ვცდილობ. |
21 |
და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს, რამეთუ
ვსდევდ სიმართლესა. |
22 |
ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები. |
22 |
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
|
23 |
გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო! |
23 |
მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
|