1 |
დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას
სჩადის. |
1 |
ნუ გშურნ უკეთურთა, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უსჯულოებასა. |
2 |
რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. |
2 |
რამეთუ ვითარცა თივაჲ მსთუად განჴმენ და ვითარცა მხალი
მწუანვილისა ადრე დამოცჳვენ. |
3 |
მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე
სიმართლე. |
3 |
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკჳდრო ქუეყანასა და დაემწყსო
სიმდიდრესა ზედა მისსა. |
4 |
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს. |
4 |
იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისა.
|
5 |
მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
|
5 |
განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს;
|
6 |
და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს -
შუადღესავით. |
6 |
და გამოაბრწყინვოს ვითარცა ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი
- ვითარცა დღე შუვაჲ. |
7 |
დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე
წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. |
7 |
დაემორჩილე უფალსა და დაემონე მას და ნუ გშურნ მისი, რომელი
წარმართებულ იყოს გზასა მისსა კაცისა თანა, რომელი იქმოდის უსჯულოებასა. |
8 |
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები,
ვინძლო არ გაბოროტდე. |
8 |
დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ და ნუ ეშურები,
რათამცა უკეთურებდი. |
9 |
რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი
დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. |
9 |
რამეთუ უკეთურნი ადრე მოისრნენ, ხოლო რომელთა დაუთმონ უფალსა, მათ
დაიმკჳდრონ ქუეყანა. |
10 |
კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ
იქნება იგი. |
10 |
და წუთღა, და არა იყოს უღმრთო და ეძიებდ ადგილსა მისსა და არა ჰპოო;
|
11 |
ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი
მშვიდობით. |
11 |
ხოლო მშჳდრთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და იშუებდენ მრავლითა მშჳდობითა.
|
12 |
ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის
წინააღმდეგ. |
12 |
უმზირინ ცოდვილი მართალსა და დაიღრჭინნის მის ზედა კბილნი მისნი;
|
13 |
უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე. |
13 |
ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინაჲსწარ ჰხედავს, რამეთუ მოახს დღე
მისი. |
14 |
მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ
ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები. |
14 |
მახჳლი იჴადეს ცოდვილთა და გარდააცუეს მშჳლდსა მათსა დაცემად გლახაკისა და
დავრდომილისა და მოკლვად მათდა, რომელნი წრფელ არიან გულითა. |
15 |
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები
შეიმუსრება. |
15 |
მახჳლი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშჳლდი მათი შეიმუსრენ.
|
16 |
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. |
16 |
შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა
ცოდვილთასა. |
17 |
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე
ღმერთია. |
17 |
რამეთუ მკლავნი ცოდვილისანი შეიმუსრნენ, ხოლო განამტკიცნეს მართალნი
უფალმან. |
18 |
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე
იქნება. |
18 |
იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი, და მკჳდრობაჲ მათი უკუნისამდე ეგოს;
|
19 |
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან. |
19 |
არა სირცხჳლეულ იქმნენ იგინი ჟამსა ბოროტსა და დღეთა სიყმილისათა
განძღენ. |
20 |
რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი
ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან. |
20 |
რამეთუ ცოდვილნი წარწყმდენ, ხოლო მტერნი უფლისანი დიდებასა ოდენ
მათსა და ამაღლებასა მოაკლდენ და ვითარცა კუამლი, განქარდენ. |
21 |
ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და
მისცემს. |
21 |
ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის.
|
22 |
რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ
დაწყევლილნი კი ამოწყდებიან. |
22 |
რამეთუ მაკურთხეველთა მისთა დაიმკჳდრონ ქუეყანა, ხოლო მწყევარნი
მისნი მოისრნენ. |
23 |
უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
|
23 |
უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზაჲ მისი ენებოს ფრიად.
|
24 |
კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი
ხელისა. |
24 |
რაჟამს დაეცეს და არა დაიმუსროს, რამეთუ უფალი განამტკიცებს ჴელსა
მისსა. |
25 |
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და
თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი. |
25 |
ყრმაჲ ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა
თესლი მისი მთხოველ პურისა. |
26 |
ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი
კურთხეულია. |
26 |
მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი, და ნათესავი მისი კურთხეულ
იყოს. |
27 |
ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ. |
27 |
მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი და დაემკჳდრე უკუნითი უკუნისამდე.
|
28 |
რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის
წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. |
28 |
რამეთუ უფალსა უყუარს მშჯავრი და არა დასთხინეს ღირსნი მისნი,
უკუნისამდე დაიცვნენ იგინი; ხოლო უშჯულონი იდევნნენ და თესლი უღმრთოთა მოისრას.
|
29 |
მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
|
29 |
ხოლო მართალთა დაიმკჳდრონ ქუეყანა და დაემკჳდრნენ უკუნითი
უკუნისამდე მას ზედა. |
30 |
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს
ილაპარაკებს. |
30 |
პირმან მართლისამან იწვართოს სიბრძნე და ენა მისი იტყოდის მშჯავრსა.
|
31 |
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები. |
31 |
შჯული ღმრთისაჲ მისისა არს გულსა შინა მისსა და არა შეუბრკუმენ
სლვანი მისნი. |
32 |
ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს. |
32 |
ხედავნ ცოდვილი მართალსა და ეძიებნ მას, რათამცა მოკლა იგი;
|
33 |
უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის
ჟამს. |
33 |
ხოლო უფალმან არა დაუტეოს იგი ჴელთა მისთა, არცა დასაჯოს იგი,
რაჟამს განიკითხჳდეს მას. |
34 |
მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ
დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. |
34 |
დაუთმე უფალსა და დაიცევ გზა მისი, და აგამაღლოს შენ დამკჳდრებად
ქუეყანისა, და მოსრვა ცოდვილთა იხილო. |
35 |
მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული. |
35 |
ვიხილე მე უღმრთო უფროს ამაღლებული და აღმატებული ვიდრე ნაძუთამდე
ლიბანისათა. |
36 |
მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
|
36 |
და თანაწარვჰჴედ და, აჰა, არა იყო; და ვეძიებდ მას და არა იპოვა
ადგილი მისი. |
37 |
დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის
მშვიდობიან კაცს. |
37 |
დაიცევ უმანკოებაჲ და იხილე სიწრფელე, რამეთუ არს ნეშტი კაცისა
მამშჳდებელისა. |
38 |
ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
|
38 |
ხოლო უსჯულონი მოისრნენ ერთბამად, და ნეშტი უღმრთოთა წარწყმდეს.
|
39 |
ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი
გაჭირვების ჟამს. |
39 |
ხოლო ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს
ჟამსა ჭირისასა. |
40 |
და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და
უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი. |
40 |
და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი
ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ
|